უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 ივნისი, 2024 15:10
font-size

საქართველოს ბანკი და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ

საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMED) პროექტს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, Swisscontact-ის, Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პარტნიორ, რეგიონულ ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უფასო კონსულტაციები და სხვა უპირატესობები, რაც ფინანსური საკითხების სწორად წარმართვაში, დამატებითი რესურსების მოზიდვასა და საქმიანობის გაფართოებაში დაეხმარებათ.

პროგრამა ითვალისწინებს საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
• კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება და ფინანსური მოდელის შემუშავება;
• პროდუქტების ან სერვისების თვითღირებულების დათვლა;
• კომპანიის / ბიზნესის ანალიტიკა და რეკომენდაციების გაწევა;
• კომპანიის გაფართოების ან სხვა საკითხებში სარგებლიანობის გამოთვლა;
• სხვადასხვა ფინანსური ანგარიშგების მომზადება.

"რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური საკითხების, მათ შორის ანგარიშგებების მოწესრიგება გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტში“ (RSMEDP) ჩართვით, შეაფასონ საკუთარი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, დახვეწონ ფინანსების მართვასთან დაკავშირებული პროცესები და გადადგან ნაბიჯები გაფართოებისკენ. ჩვენ არ ვჩერდებით და მხარს ვუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში მომუშავე კომპანიებსა და საწარმოებს, მისცემს სტიმულს, გაძლიერდნენ, ჩამოყალიბდნენ მდგრად ბიზნესებად და ამით საკუთარი წვლილიც შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში", - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს პროექტში ჩართვა შეუძლიათ ბმულიდან თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 ივნისი, 2024 , 12:07

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 419.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64.4 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

10 ივნისი, 2024 , 11:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 11.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 მაისი, 2024 , 12:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვე

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი