პოლიტიკა
კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერ მოსამართლეზე ზეწოლა მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არ უნდა მოხდეს მოსამართლეზე ზეწოლა მისი პროფესიული საქმიანობის გამო.
როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ადმინისტრაცია ამ საქმეს დააკვირდება.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგადად, კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერ მოსამართლეზე ზეწოლა მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენ გავეცანით მათ შორის ოჯახის წევრების განცხადებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეში არ გაჩნდეს არც ერთი კითხვის ნიშანი რაიმე ფორმით და აქედან გამომდინარე, ჩვენ აღნიშნული საქმის მიმდინარეობას ყველა ეტაპზე უკიდურესად დიდი ყურადებით დავაკვირდებით“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


