უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ნოემბერი, 2025 11:07
font-size

კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს, კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს - მამუკა ხაზარაძე

კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს. კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, სახელმწიფო როცა იღებს გადაწყვეტილებას რაიმე მიწის გასხვისებაზე, ის უნდა იქნეს გამოტანილი კონკურენტულ გარემოში აუქციონის წესით და მიწაზე უნდა დადგინდეს სამართლიანი კონკურენტული ფასი.

„მე და ჩემი თანაგუნდელები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ არათუ მიყიდვით, უბრალოდ გადაცემითაც საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს, ორივე არაბულმა კომპანიამ გააკეთოს და თბილისში, კრწანისის ნაკრძალში მივიღოთ არაბული დასახლება, ისევე როგორც იმავე კომპანიის მიერ აშენებული დასახლება გონიოში. ეს ტერიტორია ისტორიულად ეკუთვნოდა საპატრიარქოს. კომუნისტების დროსაც კი არ ეხებოდნენ ამ მიწას. ეკლესიას გადაეცა უნიკალური ლანდშაფტი და ისტორიული ადგილი, სადაც მრავალი ჩვენი წინაპრის სისხლია დაღვრილი. წარმოუდგენლად მეჩვენება, განხორციელდეს ის პროექტი, რომელიც დაგვიანონსეს. რამდენიმე წელიწადში მივიღებთ უცხოურ დასახლებულ ქალაქს. გონიო და კრწანისის ტყე-პარკი ერთად 9 მილიონ კვადრატულ მეტრს მოიცავს. ეს პროექტი ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო როდესაც იღებს გადაწყვეტილებას მიწის გასხვისების შესახებ, პროცესი უნდა წარიმართოს აუქციონის წესით, კონკურენტულ გარემოში და მიწაზე უნდა დადგინდეს სამართლიანი კონკურენტული ფასი.

„სახელმწიფოს არანაირი საქმე არ აქვს, შევიდეს კერძო კომპანიაში მონაწილეობით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აქედან არაფერს მიიღებს. მათ განაცხადეს, რომ ეს მიწა ღირს 600 მილიონი. კითხვა მაქვს, რატომ არ ღირს 700 მილიონი, 800 მილიონი? ვინ დაადგინა ეს ფასი? ან რატომ არ ღირს მილიარდი, ან შეიძლება, საერთოდ შეუფასებელია? ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ხელშეკრულება გასაჯაროვდეს. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ მსგავსი გარიგება არ არსებობს, რადგან მთავარი დეველოპერულ ბიზნესში არის მიწის მფლობელობა. გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ამ პროექტს ჩვენ აუცილებლად გავაჩერებთ, საზოგადოება გააჩერებს, რადგან ის ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

3 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადე

გახარიას პარტია საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვიდა და პარტიების აკრძალვაზე სარჩელში მოხვედრისგან თავი გადაირჩინა, „ლელო“ დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და დარჩა სარჩელშიც - ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი, 2025 , 18:43

პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრისგან გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუ

იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება - ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი, 2025 , 18:21

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახი

გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი - კახა კალაძე

31 ოქტომბერი, 2025 , 18:18

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შე

PACE-ს მომხსენებლების განცხადება არის ორმაგი სტანდარტი, რადგან პარტიების სხვა ევროპულ ქვეყნებშიც აკრძალეს და ამას მიესალმებოდნენ - კახა კალაძე

31 ოქტომბერი, 2025 , 18:06

ეს ადამიანები საქართველოს ხვალინდელ დღეს ებრძვიან, მათ უნდოდათ და ვერ მოახერხეს ამ ქვეყნის გამოყენება თავიანთი ინტერესების გასატარებლად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კალაძეს

ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და ყველა აქტი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია - ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი, 2025 , 12:41

არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი