უკან

პოლიტიკა

22 ნოემბერი, 2018 12:25
font-size

ხელისუფლება ხშირად პირდაპირ ეხმარება რუსეთის რბილი ძალის გაძლიერებას ჩვენს სახელმწიფოში - სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო ოპოზიცია ფესტივალ „პაემანი რუსეთთან“ საქართველოში ჩატარების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არ იყენებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს იმისთვის, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსული რბილი ძალის გაძლიერება.

„დღევანდელი ხელისუფლება არათუ ეფექტიანად არ იყენებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ჩვენ შევქმენით იმისთვის,რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ოკუპაციის პირობებში, არამედ ხშირად პირდაპირ ეხმარება, მათ შორის, რუსეთის რბილი ძალის გაძლიერებას ჩვენს სახელმწიფოში“, - ამბობს სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, გაუგებარია პრინციპი, რომლის მიხედვით ხელისუფლება განსაზღვრავს, თუ ვინ შემოუშვას საქართველოში.

„ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ ვინც ოკუპაციის კანონს არღვევდა, არ შემოუშვეს, მაგრამ მეორე მხრივ, გაუგებარია, რატომ შემოუშვეს ისინი, ვინც შემოსაშვები არ იყო, გაუგებარია რა პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება“, -ამბობს კიკნაველიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში არ შემოუშვა რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ რუსული კინოს ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“. მათ შორისაა ე.წ. იუმორისტული კინოჟურნალის, „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

29 სექტემბერი, 2025 , 10:46

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურა

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 09:35

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ