უკან
კომენტარი
27 ნოემბერი, 2018 13:55
ხელისუფლებაში არეულობაა... თუ ვინმეს საუბრის ჩაწერა სურს, ჩაიწერს, რა პრობლემაა - ზაზა ოქუაშვილი (ვიდეო)
„ხელისუფლებაში არეულობაა, მე როგორც ვიცი. იქ [შეხვედრაზე] სამი ადამიანი იყო ხელისუფლებიდან, ჩვენგანაც იყო სამი ადამიანი. თუ თქვენთვისაა ასეთი მნიშვნელოვანი, ვინ მიიტანა და ვისი პასუხისმგებლობაა, აქ მივდივართ ჩვენ?“, - ასე უპასუხა „ომეგა ჯგუფის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ხალხის პოლიტიკის“ წამყვანის რეპლიკას, რომ „ფაქტია,თავად ხელისუფლების წარმომადგენლები თავის საწინააღმდეგოდ ფარულ ჩანაწერებს არ გაავრცელებდნენ“.
ბიზნესმენის თქმით, საუბრის ჩანაწერის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს.
„თუ ვინმეს ჩაწერა უნდა, ყველა ჩაიწერს, რა პრობლემაა“, -აღნიშნა ოქუაშვილმა.