უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 ნოემბერი, 2025 17:18
font-size

ნიკა მელია ჩემს 2 ნოემბრის პოსტში არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ მის მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნიკა მელია არ უგულისხმია.

„რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იქ არაფერი მსგავსი, რაზეც ნიკა საუბრობს არ წერია.

იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით. ბოლოჯერ იმის გამო მოხვდნენ ციხეში, რომ ღალატის კომისიასთან დაკავშირებით დაიკავეს ღირსეული პოზიცია.

წითელი ხაზი, ამ დროს როცა საერთო მტერია დასამარცხებელი, არაფერ შუაშია, ზოგადად, ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა.

ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს.

ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის ან ნებისმიერი სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული „ბიზნესმენების“ პოლიტიკასთან არ მიშვებას და მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე. გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არ დაშვების შესახებ ( ასეთი მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ უკრაინაში)

მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერთიანობას უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა, „ვარდების რევოლუციამ“ გაიმარჯვა სწორედ განსხვავებული ლიდერების ერთობით. კარგია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთეს ამ ამბავზე.

ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა.

თავისუფლება ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს!“ - წერს სააკაშვილი და ნიკა მელიასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“. „მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ”, - განაცხადა მელიამ სასამართლო პროცესზე.

საჯარო სივრცეში როცა საუბარს იწყებენ, „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს, დაამატონ, „მე ვარ იდიოტი“ - მიხეილ სააკაშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 15:52

საჯარო სივრცეში როცა საუბარს იწყებენ, „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს, დაამატონ, „მე ვარ იდიოტი“, „არც „ნაცი“, არც „ქოცი“, არის ივანიშვილის

20 „ნაცი“ იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს, მართლა 20 კაცი იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს – თამარ ჩერგოლეიშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 13:35

20 „ნაცი“ იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს, მართლა 20 კაცი იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რომის პაპი მოვიწვიე საქართველოში, მომავალ წელს აღინიშნება გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე - ირაკლი კობახიძე

24 ნოემბერი, 2025 , 15:44

მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნ

მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ - კახა კალაძე

24 ნოემბერი, 2025 , 13:45

ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი და ამ ყველაფერში მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს არ თმობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქარ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად