პოლიტიკა
ხისტი და რადიკალური შეფასებების გაკეთებამდე ბოლომდე გაეცანით ჩემს განცხადებას - დავით სერგეენკო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა - დავით სერგეენკომ თავისი გუშინდელი განცხადება განმარტა. ეს ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვით ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ ექნებათ საშუალება, მართონ კლინიკები და სადაზღვეო კომპანიები.
როგორც სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, კანონპროექტი განხილვის ეტაპს გადის, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ მას ავტომატურად მიიღებენ.
„უპირველეს ყოვლისა, ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა კომენტარმა ასეთი მღელვარება გამოიწვია. მე კომენტარების ნაწილი ვნახე. ყველასადმი დიდი სათხოვარი მექნება, რომ სანამ ასეთ ხისტ და რადიკალურ შეფასებებს გააკეთებენ, იქნებ ბოლომდე გაეცნონ ჩემს ნათქვამს. ძალიან ვწუხვარ, რომ ერთ მოდულად ვერ ჩამოვაყალიბე პასუხი და მომიწია ორ მოდულად გაყოფა. პირველი ის, რომ დიახ, განიხილება კონსულტაციებისა და რეკომენდაციების დონეზე, მეორე მოდულში ვთქვი, რომ ეს არ არის იმპერატიული დირექტივა, თუნდაც ევროკავშირის რომელიმე მოთხოვნის, არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეს ასე მოხდება.
ამაზე იყო მსჯელობა. მსჯელობა გაგრძელდება. რაღაც რომ განიხილება, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა სერგეენკომ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში - ანიტა ჰიპერი
6 თებერვალი, 2026 , 16:46
დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
6 თებერვალი, 2026 , 14:41
სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი - შალვა პაპუაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 13:50
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39


