უკან

სამართალი

29 მაისი, 2018 17:45
font-size

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

საკუთარ დასკვნით სიტყვაში პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა იმ მტკიცებულებებზე, რაც მათ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში გამოიკვლიეს, მათ შორის, მოწმეების ჩვენებები.

ბრალდების მხარე ორივე არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

„მიმოვიხილეთ ყველა მტკიცებულება, მოვახდინეთ მათი შეფასება და ანალიზი. ასევე, გავაბათილეთ ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენი მოთხოვნა დამნაშავედ ცნობაა. გვაქვს ყველა მტკიცებულება, რაც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა მარიკა გოცირიძემ.

დაცვის მხარის შეფასებით კი, პროკურატურის დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელი იყო.

„ბრალდების დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელი იყო. დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში გავაბათილებთ მათ არგუმენტაციას. ჩვენ დეტალურად მიმოვიხილავთ ყველა გარემოებას. ბრალდების მხარემ მოწმეების ჩვენებები დამახინჯებული ფორმით მოიყვანა და ჩვენ მათ ბრალდებას გავაბათილებთ. თუ ბრალდება ერთი მოწმის ჩვენებას ეყრდნობა, რომელმაც შეცვალა ჩვენება, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი სასარგებლო განაჩენი იქნება, მაგრამ როგორ შეიძლება ვენდოთ მოწმეს, რომელიც რამდენჯერმე ცვლის ჩვენებას“, – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ამჟამად დასკვნითი სიტყვას სწორედ დაცვის მხარე წარმოთქვამს.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს