არქივი
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც არ არიან პასუხისგებაში მიცემული - ტარიელ კაკაბაძე
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დღევანდელ განხილვაზე წარდგენილი აუდიომტკიცებულებები დაცვის მხარის პოზიციას ადასტურებს, რომ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში.
კაკაბაძის ვარაუდით, მკვლელობაში მონაწილე პირები თავისუფლები არიან.
„ყველა ეს აუდიომტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მიერაა მოპოვებული, ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას და გამორიცხავს ბრალდების მხარის პოზიციას. ეს მტკიცებულებები ადასტურებს ბევრ ისეთ გარემოებას, რომელიც ზუსტად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში და ზუსტად ჯდება იმ ჩვენებაში, რომლის მიცემასაც სასამართლოზე ბრალდებულები აპირებენ. ეს მტკიცებულება ადასტურებს იმასაც, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ და ასევე ადასტურებს იმასაც, რომ სხვა პირები, დიდი ალბათობით მონაწილეობდნენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოზე ასევე გამოკვლეული იქნება სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით, ჩემი აზრით, სასამართლომ უტყუარად უნდა დაინახოს, რომ სხვა პირებმა მიაყენეს კონკრეტულ პირს ჭრილობები. სამწუხაროდ, ეს პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს“,-თქვა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის დღევანდელ პროცესზე არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ საქმეში გრიფირებულ ფარულ ჩანაწერებს იკვლევდნენ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი მომდევნო დღეს.
შსს-მ მომხდარზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

