პოლიტიკა
ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვნები კანონის დარღვევით გამოკითხეს - ირაკლი აბესაძე
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვა კანონის დარღვევით განხორციელდა.
როგორც მან საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა პოლიციის საქმიანობაში გამოიკვეთა, რომ მათ პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნები გამოკითხეს ღამის განმავლობაში.
„საქმის მასალებში ძალიან ბევრი ფაქტობრივი ინფორმაცია მოიპოვება, რომ არასრულწლოვნები პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხნენ ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი დარღვევით. შესაბამისი ოქმები, პროცედურები ჩატარებული არ არის, ამიტომ წერილობით მოგიწევთ ამაზე პასუხის გაცემა, სახელობითად, რომელი პოლიციელები ატარებდნენ ამ კონკრეტულ ღონისძიებას და რატომ არ შედგა ოქმი, ვის მიმართ, ამაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა“, – განაცხადა აბესაძემ.
მისივე თქმით, პოლიციის შესახებ არცერთ კანონის მუხლი არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ არასრულწლოვნები მთელი ღამის განმავლობაში ჰყოლოდათ პოლიციის შენობაში ორ საათზე მეტ ხანს.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


