პოლიტიკა
ხორავას ქუჩის საქმეზე “მაკრატლის თემით” საზოგადოებაში სპეკულირება ხდებოდა - მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე “მაკრატლის თემით” სპეკულირება ხდებოდა.
„კითხვები შეეხებოდა ფარდულს, დანის გაღუნვისა და მაკრატლის თემას, რომელზეც ექსპერტები სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამდნენ, აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნას, ჭრილობებს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფარდული საგამოძიებო დანაყოფებმა დაანგრიეს. მოვისმინე პასუხი, რომ ამასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ და პროცესუალურადაც, შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულებამდე,- ეს პასუხი გავეცი საზოგადოებას.
მოვისმინე დანის გაღუნვასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს იყო საექსპერტო კვლევის მეთოდიკის შესაბამისად და არ იყო ვიღაცის ხელოვნურად მტკიცებულების ფალსიფიკაციისთვის განხორციელებული. ამასაც ამ ფორმით გავეცი პასუხი. მაკრატელთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მაკრატლით მოხდა დაჭრა. ხდებოდა ამ თემით სპეკულირება საზოგადოებაში. ბუნებრივია, მოვისმინე, რომ მაკრატელი იყო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი. დაკითხული იყო ამასთან დაკავშირებით პირველადი სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები, რომლებსაც ეკუთვნოდათ ეს მაკრატელი და ესეც დადასტურებული იყო“, – აღნიშნა ვასაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები ვასაძის გარდა კითხვებს უსვამენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილს, ქალაქ თბილისის პროკურორ მალხაზ კაპანაძესა და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძეს.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


