პოლიტიკა
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს პირველ სხდომას გამართავს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწვლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას დღეს, 13:00 საათზე გამართავს. კომისიის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, მასზე კომისიის დებულებას მიიღებენ, რომელსაც 11 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაამტკიცებენ.
„8 ივნისს მექნება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის წარმომადგენელთან. ასევე, დღეს ჩატარდება პირველი სხდომა, სადაც კომისია მიიღებს დებულებას, კომისიის შინაარსობრივი სამუშაო კი, შემდგომ კვირაში იქნება. ორშაბათს ბიურომ უნდა დაამტკიცოს კომისიის დებულება და უკვე კომისია ბოლომდე უფლებამოსილი იქნება საქმიანობას შეუდგეს“, – განმარტა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.
კაპანაძის განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ სახალხო დამცველთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლაზე.
„ჩვენ შევთანხმდით სახალხო დამცველთან, რომ ვითანამშრომლებთ ძალიან მჭიდროდ, ასევე გავცვლით ინფორმაციას, მუდმივად. მოვისმინეთ კონკრეტული შეფასებებს, რაც შეიძლება ჰქონოდა სახალხო დამცველს, რომელთან დაკავშირებით დეტალური განხილვა გვექნება, მათ შორის კომისიის ფარგლებში“, – აღნიშნა დეპუტატმა.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


