უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივნისი, 2018 15:15
font-size

ხორავას ქუჩის საქმის მტკიცებულებები გვაძლევს საფუძველს, რომ კომისიის რეკომენდაციებს დავეთანხმოთ - ნესტან ლონდარიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ ეთანხმება აღნიშნული საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შინაარსს.

უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ საჭიროა გამოძიების დაწყება ინციდენტში დაჭრილი პირის მიმართ.

„გავეცანით ამ რეკომენდაციების შინაარსს და ვეთანხმებით. აქ ძირითადად დასმულია ის საკითხები, რომლებიც გამოძიებას უნდა გაეკეთებინა. ის რეკომენდაციები, რაც წარმოგვიდგინეს, უნდა შესრულებულიყო. საქმის მტკიცებულებები გვაძლევს საფუძველს, რომ კომისიის რეკომენდაციებს დავეთანხმოთ.

მნიშვნელოვანია, დაიწყოს გამოძიება იმ პიროვნების მიმართ, რომელსაც ცნობილია, რომ აქვს ჭრილობა მიყენებული და დღემდე ამ კუთხით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, არის თუ არა ამ ნაწილში გამოყოფილი საქმე და მიმდინარეობს თუ არა ძიება, პასუხი არის ასეთი, რომ საქმე გამოყოფილი არის მოწმეებზე ზემოქმედებისა და შეუტყობინებლობის კუთხით.

რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, დიდი ალბათობით, მ.კ-მ უფრო რთული როლი შეასრულა ამ საქმეში, ვიდრე ჩვენ დაზარალებული მხარე მუდმივად ვაპელირებთ, იმდენად სრულად არის ორივე რეკომენდაცია დასაბუთებული, რომ ჩვენ მხარს ვიჭერთ მის დამტკიცებას“, -თქვა ლონდარიძემ.

დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს შეხვდნენ. განიხილეს ორი რეკომენდაცია, ერთი ეხება ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და ასევე კონფლიქტში მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და