კომენტარი
კიდევ ერთი ფარული ჩანაწერიდან ახსნა მიეცა, თუ რატომ იმყოფება დღეს “ომეგა ჯგუფი” ასეთ მდგომარეობაში - ლევან აღდგომელაშვილი
კიდევ ერთი ფარული ჩანაწერიდან ნათელი გახდა და ახსნა მიეცა იმას, თუ რატომ იმყოფება დღეს “ომეგა ჯგუფი” და ტელეკომპანია ,,იბერია“ ასეთ მდგომარეობაში, - ასე ეხმაურება “ომეგა ჯგუფის” გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი „ომეგა ჯგუფი" საქმესთან დაკავშირებით “კურიერის” მიერ გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს. მასალიდან ირკვევა, რომ გაყიდული თითოეული სიგარეტის კოლოფიდან 2.5 თეთრი "ქართული ოცნების“ ფონდში ირიცხებოდა.
,,ამ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერიდან ნათელი გახდა და ახსნა მიეცა იმას, თუ რატომ იმყოფება დღეს ომეგა ჯგუფი და ტელეკომპანია ,,იბერია“ ასეთ მდგომარეობაში.
ერთ მხარეს გვაქვს “ომეგა ჯგუფი”, რომელიც არ დათანხმდა კორუფციულ გარიგებებს და მეორე მხარეს არის როგორც ადგილობრივი წარმოება, ასევე უცხოური კომპანიები, როგორც ახსენებს ამას, ირაკლი ჩუბინიშვილი, რომლებსაც ყველაფრისთვის გზა აქვთ ხსნილი.
ჩემთვის ასევე ახსნა მიეცა იმას, შარშან ივნისის თვეში და შემდეგ უკვე დეკემბერში საქართველოს სააპელაციო და შემდგომ უკვე უზენაესმა სასამართლომ რატომ მიიღო “ომეგა ჯგუფის” საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რატომ არ დააკმაყოფილა ომეგა ჯგუფის სარჩელი და რატომ მოუხსნა იმ უცხოურ ერთ-ერთ კომპანიას “ომეგა ჯგუფისათვის” ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა“, - აცხადებს აღდგომელაშვილი.