უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა

კითხვა არის არა იმაზე, როდის დაიწყო, ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვაა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი ცდილობს გაექცეს, არის „რატომ დაიწყო ომი“ - შალვა პაპუაშვილი
ჩვენ 2008 წელს გვყავდა მარიონეტული რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის სახით. რა თქმა უნდა, მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა, რათა მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა.
„ჩვენ 2008 წელს გვყავდა მარიონეტული რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის სახით. რა თქმა უნდა, მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა, რათა მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებით. ამის შედეგი არის აგვისტოს ომი, ამის შედეგია შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც, ერთი მხრივ, საუბრობდნენ ოკუპაციაზე და, მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ რეჟიმსა და პატრიოტულ რეჟიმს შორის. სინამდვილეში, კითხვა არის არა იმაზე, როდის დაიწყო, ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვაა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი ცდილობს, გაექცეს, არის „რატომ დაიწყო ომი?“ ამ კითხვაზე პასუხი არსებობს, პასუხი 2022 წელს არის გაცემული, როდესაც ომი არ დაიწყო. ეს არის ზუსტად პასუხი. 2022 წელსაც ზუსტად ასევე ერთ დღეში შეიძლებოდა დაწყებულიყო ომი. სწორედ იმიტომ, ნებისმიერ მომენტში რომ არსებობს ამის საფრთხე, სახელმწიფო და ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით.
2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული, 1 700-ზე მეტი დაჭრილი, არ იქნებოდა 125 დასახლებული პუნქტი, რომელზეც დავკარგეთ კონტროლი. კითხვა, რომელსაც გაურბიან ნაცმოძრაობა, მათი მფარველები, არის: რატომ დაიწყო ომი 2008 წელს და რატომ არ დაიწყო 2022 წელს ომი საქართველოში?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25