უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ოქტომბერი, 2025 18:05
font-size

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და რამდენიმე რადიომაუწყებელი გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან 1,336,675 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიასგან“ 463,000 ლარი აქვს მიღებული.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „ფორმულასა“ და „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა, რომ „ფორმულას“ მიერ „ფორმულა მულტიმედიასგან“ მიღებული თანხა წარმოადგენდა სესხს. თავის მხრივ, „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან მიღებული თანხაც წარმოადგენდა სესხს. ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა ისიც, რომ „ფორმულა მულტიმედიას“, გარდა უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირის – INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან მიღებული დაფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ გააჩნია.

„გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის პირველ აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ამასთან, აღნიშნული დაფინანსება ვერ ჯდება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება), კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“ წერილობით გააფრთხილა და INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამავე კანონის დარღვევისთვის, კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance

9 ოქტომბერი, 2025 , 17:55

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური “მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე”, საქართველოს ბანკმა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაშ

საქართველოს ბანკსა და `Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ოქტომბერი, 2025 , 17:37

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სექტორში ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ბანკმა, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით საკონსუ

თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

9 ოქტომბერი, 2025 , 11:17

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, საქართველოს ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში მათ შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით ისწავლონ. 

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე

9 ოქტომბერი, 2025 , 09:44

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე. აკაკი სიხარულიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში – ხელმძღ

საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკია - Global Finance

8 ოქტომბერი, 2025 , 16:59

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა გაიმარჯვა. იგი ზედიზედ მეორე წელს, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. გარდა ამისა, დაჯილდოების ფარგლებში, სა

11 ოქტომბრამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

8 ოქტომბერი, 2025 , 16:53

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი. მათივე ცნობით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, დროგამოშვებით ძ