საზოგადოება
კონდიცირების სისტემის დამონტაჟება პილოტირების რეჟიმში წელს დაიწყო რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან, რადგან ის ყველაზე ცხელია - მაია მიმინოშვილი
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განმარტებით, გაუსაძლისი სიცხისა და კონდიცირების სისტემის არარსებობის გამო საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ სკოლებში განათავსეს, რადგან გარეუბნები გაცილებით გამწვანებულია.
„რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, თქვენ, ალბათ, იცით, რომ ეს მინისტრის პირადი ინიციატივა იყო, კონდიცირების სისტემა შემოეღო ყველა საგამოცდო ცენტრში, მაგრამ პილოტირების რეჟიმში ეს წელს დაიწყო რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან, იმიტომ, რომ რუსთავის საგამოცდო ცენტრი არის ყველაზე ცხელი“, - განაცხადა მიმინოშვილმა.
კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი წელსვე აღჭურვილიყო კონდიცირების სისტემით, მიმიმოშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვას განათლების სამინისტრომ უნდა უპასუხოს.
„ეს იყო განათლების მინისტრის [ალექსანდრე ჯეჯელავას] ინიციატივა, წინა განათლების მინისტრს ვგულისხმობ, რომელმაც ეს დაპირება ნამდვილად დადო, რომ ყველა სკოლაში იქნებოდა კონდიცირების სისტემა. ჩვენ, ბუნებრივია, ვიქნებოდით ბედნიერები, რომ ასე მომხდარიყო“, -დასძინა მიმინოშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟების საკითხის დაგეგმვა უარყოფითად შეაფასა.
„ეს არათუ ლოგიკურია, არამედ ეს გარემოება არის ძალიან ცუდი, მე ასე შევაფასებდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ეს საკითხი უმოკლეს ვადებში მოგვარდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც ალბათ უკეთ შეიძლებოდა. მე გავერკვევი დეტალებში, რატომ დადგა ასეთი გარემოება, რომელიც არის ძალინ ცუდი“, - უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვას.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემა მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება დამონტაჟებული. რუსთავი საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეირჩა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება.
საკვანძო სიტყვები:
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

