უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მაისი, 2024 10:51
font-size

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის მაისში, 2 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, შპს “იმ ჯგუფს“ - 600 ლარი, ხოლო შპს „გრანდ ლაითს“ - 5603, 12 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

„სააგენტო განმარტავს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ინფორმაციისთვის: დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

2023 წლიდან დღემდე, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 34 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში - 38 000 ლარამდე. მომხმარებლის სასარგებლოდ, ანაზღაურდა, დაახლოებით, 500 000 ლარამდე

2024 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7536 ლარი გახდა

20 მაისი, 2024 , 17:33

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7585 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

21 მაისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება

20 მაისი, 2024 , 14:54

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით - ირაკლი კობახიძე

20 მაისი, 2024 , 12:00

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევა

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს დაასუბსიდირებს

20 მაისი, 2024 , 11:53

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია სამ მილიონ ლარამდე გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

20 მაისი, 2024 , 11:47

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია სამ მილიონ ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, განკარგულება პრემიის გაზრდის

ირაკლი კობახიძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

20 მაისი, 2024 , 11:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. პრემიერმა მათ წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება უსურვა. „პირველ რიგში, მინდა სკოლის მოსწავლეებს, მე-12 კლასელებს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი