უახლესი ამბები
- 	04.11.2025 15:27გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
 - 	04.11.2025 14:46კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
 - 	04.11.2025 12:22შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
 - 	04.11.2025 12:14თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა
 - 	04.11.2025 11:53კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
 - 	04.11.2025 11:13ეწვიეთ “სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების მთავარი სპონსორი
 - 	04.11.2025 11:08ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
 - 	04.11.2025 11:01კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
 - 	04.11.2025 07:55დღის კალენდარი - 4 ნოემბერი
 
არქივი
პოლიტიკა
 
					
					
											კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფექტურად აღკვეთს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას - ირაკლი კობახიძე
ბევრი გამოწვევა და პრობლემა უკავშირდებოდა საქართველოს კონსტიტუციის წინა რედაქციებს, რაც ავტოკრატიული რეჟიმის დამყარების შესაძლებლობას აძლევდა წინა ხელისუფლებებს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი ამ შესაძლებლობას სრულად აღკვეთს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საკონსტიტუციო რეფორმა იყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა.
„საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა. ამ რეფორმის მიხედვით, ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს დრამატულად მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელიც საქართველოს თავიდან აარიდებს ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ბევრი გამოწვევა და პრობლემა უკავშირდებოდა კონსტიტუციის წინა რედაქციებს, რომლებიც წინა ხელისუფლებებს ავტოკრატიული რეჟიმის შესაძლებლობას აძლევდნენ. ახლა კი, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ შესაძლებლობას სრულად აღკვეთს. აღარ იარსებებს არანაირი შესაძლებლობა, საქართველოში დამყარდეს ავტოკრატიული მმართველობა - საპარლამენტო მმართველობის სისტემისა და პროპორციული არჩევნების ფონზე, ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ეფექტურად იქნება თავიდან აცილებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საკვანძო სიტყვები:
გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:14
													შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
4 ნოემბერი, 2025 , 12:22
													კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
4 ნოემბერი, 2025 , 11:53
ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
4 ნოემბერი, 2025 , 11:08
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი
3 ნოემბერი, 2025 , 13:03
				
								