უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
კოორდინაციაზე საუბრისას, ჩვენთვის პრიორიტეტული და ზეპარტიულია პოლიტპატიმრების დროულად სახლში დაბრუნება, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა – ანა ბუჩუკური
კოორდინაციაზე საუბრისას, ჩვენთვის პრიორიტეტული და ზეპარტიულია პოლიტპატიმრების დროულად სახლში დაბრუნება, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა, – ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„რა იგულისხმა ქალბატონმა ზურაბიშვილმა ფრონტთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, ალბათ თავად მეტს ახსნის და მეტს ისაუბრებს. ახალ პლატფორმაზე ინფორმაცია არ მაქვს. ორი საკითხია, რომელზეც კოორდინაცია გვექნება, მათ შორის ქალბატონ სალომესთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა. სხვა საკითხები ჩვენთვის რელევანტური არ არის. რაც შეეხება გუშინდელ აქციას, მე, ჩემი გუნდი და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესი ნაწილი იქ მიშა სააკაშვილის გათავისუფლების გამო არ ვდგავართ. ეს არის ზუსტად ის, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ვერ გადაუბიჯებია „ნაციონალურ მოძრაობას“.
ქალბატონ ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რით განსხვავდება ეს პლატფორმა არსებული პლატფორმისგან, ამიტომ მას უნდა დაველოდოთ. ნებისმიერი ისტერიკა გაერთიანებაზე ჩვენთვის არის მიუღებელი. ეს ისტერიკა „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსაკუთრებით ხშირად მომისმენია და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება და ეკითხები, რა გინდაო, ვერავინ გპასუხობს. გუშინ რომ „ნაცმოძრაობა“ შეეცადა, ანდრო ჭიჭინაძის გვერდით დაეყენებინა მიშა სააკაშვილის საკითხი, ასე, არა, არამედ რეალურად საქმისთვის“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ამასთან, ბუჩუკურის თქმით, გუშინ, აქციაზე „ნაცმოძრაობამ“ სინდისის პატიმრების ფოტოებს გადააფარა საკუთარი ლიდერის ფოტოები.
„ნაცმოძრაობა“ ჩვენთვის ყოველთვის იყო წითელი ხაზი, დღესაც წითელი ხაზია, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, მაგრამ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური პატიმრების დროული გათავისუფლების მოთხოვნას და ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას, აქ კომუნიკაციის პრობლემა, მითუმეტეს სალომე ზურაბიშვილთან, არ გვაქვს“,- აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




