უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 აპრილი, 2018 14:40
font-size

ყოველთვის იქნება ჩვენთვის მთავარი ამოსავალი, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლის გარეშე - გიორგი მარგველაშვილი

დღესაც, როდესაც ჩვენი სამშობლოს დაცვის წინაშე ყოველდღიურად ვდგავართ, როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი, იმედი პოლიტიკოსების, რომლებიც ბოლომდე თქვენ გვერდში ვიდგებით,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა ჯარისკაცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

„ყოველთვის იქნება ჩვენთვის მთავარი ამოსავალი, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლის გარეშე. ამ გადაწყვეტილებაში, ამ სიმტკიცეში ჩვენ გვაძლიერებს თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი საბრძოლო შემართება და ერთგულება სამშობლოსადმი.

გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ დღეს, როდესაც საქართველომ აღადგინა შეიარაღებული ძალები და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია უნარი იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და არა მარტო განაცხადოს ეს, არამედ დაიცვას ეს არჩევანი. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს იმ დღეებისთვის და წლებისთვის სამსახურისა, როდესაც მოგვეცით შესაძლებლობა გვეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენი უნარი ვაშენოთ სახელმწიფო დამოკიდებულია იმ შრომაზე, რომელსაც ყოველდღიურად გასცემთ“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის იმ სიამაყისთვის, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრისას ივსება.

„მადლობა მინდა გითხრათ იმ სიამაყისთვის, რომლითაც ვივსები საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრისას, იმ სიმტკიცისთვის, რომელსაც იჩენთ და იჩენდნენ თქვენი თანამებრძოლები წლების განმავლობაში საერთაშორისო მისიებში და მაღლა აღმართავდითჩვენი სამშობლოს დროშას. თქვენთან ერთად მინდა გავიზიარო ის ტკივილი, რომელმაც არაერთხელ შეძრა სამწუხაროდ ჩვენი სამშობლო და დაატირა ის ოჯახები სადაც მებრძოლები ვეღარ დაბრუნდნენ.

წელს აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წელს. მე არ შემიძლია დღეს ხაზი არ გავუსვა თქვენ თანამებრძოლებს, რომლებიც 100 წლის ყველაზე მტკიცე ჯგუფი აღმოჩნდა მაშინდელი საქართველოსი. მათ ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად, აღაფრთოვანესთანამედროვე ახალგაზრდობა, რომ არა მხოლოდ ჯარისკაცები და სამხედრო პირები, არამედ მოქალაქეები, ქალბატონები იდგნენ მათ გვერდით, თბილისის დასაცავად. დღეს როდესაც ისტორიას ვაფასებთ შეგვიძლია ნათლად ვთქვათ, რომ მაშინ შესაძლოა ყველამ ვერ გაუძლო გამოწვევას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა, მაგრამ ჩვენმა გენერლებმა ბოლომდე გასწიეს სამსახური ქვეყნის წინაშე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ