უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 აპრილი, 2017 11:40
font-size

კრიტიკულ შეფასებებზე სასამართლოს არ აქვს პრეტენზია - ნინო გვენეტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება სანქციების მომხრე არ არის.

როგორც გვენეტაძემ მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესების ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლების სურვილია იყოს დიალოგი საზოგადოებასთან და ჟურნალისტთა კორპუსთან იმ საკითხებზე, რაზეც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

“დიალოგის მიზანი არის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება და სამართლებრივი მართლშეგნების მაღალი სტანდარტი, რომელიც უნდა გააჩნდეს როგორც საზოგადოებას, ასევე მედიას და მოსამართლეებს. მოსამართლეებს, ბუნებრივია, გააჩნიათ იმ იდეალების და პრინციპების შესასრულებლად, რომელსაც ჰქვია მართლმსაჯულების დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის დაბრუნება სასამართლო სისტემისადმი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება”, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის მკვეთრ ზღვარს მხოლოდ საკუთარი პრაქტიკითა და ეთიკური სტანდარტების გამოყენებით დაადგენს.

“კრიტიკულ შეფასებებზე სასამართლოს არ აქვს პრეტენზია და ბუნებრივია, ეს უნდა არსებობდეს. რაც შეეხება შეურაცხმყოფელ შეფასებას, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რაც შეიძლება თავშეკავებული კრიტიკის ზღვარში დარჩეს, რათა არ დავწიოთ მართლშეგნების დონე და არ გავაუარესოთ ეთიკური სტანდარტები”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

2020 წელს ვინ გაიმარჯვებს და ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას ამას გადაწყვიტავს მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია - კახა კალაძე

14 ოქტომბერი, 2019 , 15:45

თბილისის მერი კახი კალაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას  განცხადებას  გამოეხმაურა.  "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება და ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას ამას გადაწყვი

ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი? - გიგა ბოკერია

14 ოქტომბერი, 2019 , 11:21

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება რეაქციებს მის ფრაზაზე - "ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს". მისი თქით, 12 ოქტომბერს, როცა მოქალაქეებს „გორის დღე&

„ხელისუფლება იჭერს, დრო - ასამართლებს!“

12 ოქტომბერი, 2019 , 11:20

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი სტრასბურგის სასამართლოზე ირაკლი ბათიაშვილის გამარჯვებას ეხმიანება და ამავე დროს იხსენებს მის დაპატიმრებასთან დაკავშირებულ პერიოდს და დეტალებს, როცა ისინი ორგანიზაცია „

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის - გიგა ბოკერია

11 ოქტომბერი, 2019 , 16:45

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად, – ამის შესახებ &bdq

არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად - გიორგი გახარია

10 ოქტომბერი, 2019 , 15:25

არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ

შალვა თადუმაძის თქმით, მან არ იცის ვინ დაწერა `დიდოსტატის მარჯვენა` (ვიდეო)

9 ოქტომბერი, 2019 , 14:43

გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს, რომელსაც პარლამეტში უსმენენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა". გოცირიძ