უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
კუპონის დროს ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი იყო, ჰკითხეთ მას, როგორ გახდა საქართველო მილიონერი - რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ წევრ ზვიად ძიძიგურს მოუწოდებს, ეროვნული ბანკის ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს ჰკითხოს, როგორ გახდა საქართველო მილიონერი.
ასე უპასუხა გოცირიძემ ზვიად ძიძიგურის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
„ზვიადის რეპლიკის დავაზუსტებ, რადგან მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტს და მთელ საზოგადოებას. ბატონო ზვიად, კუპონის პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო ნოდარ ჯავახიშვილი, დღევანდელი თქვენი ინფრასტრუქტურის მინისტრი. ის იყო წარუმატებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ისევე როგორც იყო წარუმატებელი ინფრასტრუქტურის მინისტრი. იმიტომ არ არის იგი დღეს ახალ მთავრობაში, იმიტომაც მოიცილეთ პირადად თქვენ. ამიტომ ვსვამ კითხვას, ბატონო ზვიად, ბატონ ჯავახიშვილს მოკითხეთ, როგორ გახდა საქართველო მილიონერი?“,-განაცხადა გოცირიძემ.
ზვიად ძიძიგურმა ნაციონალური მოძრაობის მისამართით განაცხადა, რომ მისი ოპოზიციონერი კოლეგები იმუქრებიან, რომ პარლამენტში დისკომფორტს შექმნიან.
„მაგრამ დაინახავს ხალხი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის საწინააღმდეგოდ მათ ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ასეთი დისკომფორტის შექმნის მცდელობა. ბევრჯერ მოვისმენთ, როდესაც ლარის კურსთან დაკავშირებით დაგვიწყებს კრიტიკას ისეთი ადამიანი , რომელიც კუპონთან არის დაკავშირებული. ჩვენ მოვისმენთ ადამიანის უფლებების დაცვაზე იმ ხალხისაგან შენიშვნების მოსმენას, რომლებიც თვითონ იყვნენ პირდაპირ თუ ირიბად გარეული ადამიანის უფლებების შელახვასთან“,-განაცხადა ძიძიგურმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
2 თებერვალი, 2026 , 15:09
განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი
2 თებერვალი, 2026 , 12:26
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53


