უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან „ქოცი“ და სუს-ი - ელენე ხოშტარია
ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან „ქოცი“ და სუს-ი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
„მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი, სადაც იდეისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლა რაღაც მომენტში აღწევს კულმინაციას.
ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან „ქოცი“ და სუს-ი. ჩემი საქმე არაა რა მოტივაციით აფუჭებენ საქმეს, ჩემთვის მთავარია ხალხს არ მოვატყუოთ. ხალხს, რომელიც ციხეშია, ხალხს, რომელიც ამდენი დღე დგას და არ ნებდება, ხალხს, ვინც საკუთარი თავის ხარჯზე იბრძვის.
ამასთანავე, 4 ოქტომბერი არის ბიძინას მოგონილი თარიღი, სიყალბე და ბიძინას თამაში. საერთოდ არ მაინტერესებს 4 ოქტომბერი, ყოველ დღე უნდა ვქნათ ისე, რომ სისტემა დაემხოს, 30 ივლისსაც, 31-საც და ყოველ დღე. ყველაფერი უნდა ჩავდოთ ბრძოლაში.
19-მა ივლისმა ანახა, რომ პროტესტი კონსოლიდირებულად მუშაობს. 2-ში ბათუმშიც ვანახებთ და არ გავჩერდებით, სანამ სისტემა არ დასრულდება ამ შიდა და გარე ზეწოლით. თარიღს ვერ გეტყვით, უბრალოდ მატყუარა არ ვარ. მაგრამ გეტყვით, რომ სანამ ეს არ მოხდება არ გავჩერდებით.
წინააღმდეგობა დგას: 1. ართანამშრომლობაზე 2. დელეგიტიმაციაზე 3. სოციალურ იზოლაციაზე 4. საერთო სახალხო უწყვეტ და მშვიდობიან და მძლავრ პროტესტზე 5. საერთაშორისო ზეწოლაზე და კიდევ ვინმე თუ ფლობს ამ ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს რევოლუციას ახდენს, 4-მდე რატომ ინახავთ?
არ შეიძლება ასე მოქცევა საკუთარ საზოგადოებასთან და არც საკუთარ სინდისთან.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კარგად ჩამოაყალიბა ბრძოლის ხედვაც და შემართებაც, პასუხისმგებლობით და გააზრებით, პრინციპულობით. ამაზე დგას სანდო პარტნიორობა”, - წერს ელენე ხოშტარია.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25