უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტითა და სხვადასხვა ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის კონფლიქტის 25-ე წლისთავს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ამის შესახებ მან გმირთა მოედანზე ყოფნისას განაცხადა, სადაც მინისტრმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„25 წელი გავიდა იმ კონფლიქტიდან, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი მოიტანა. ამ კონფლიქტმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
დღეს ამ მემორიალთან იმ გმირების ხსოვნას მინდა პატივი მივაგო, ვინც ამ ომს შეეწირა. მათ თავი გასწირეს სამშობლოსთვის. ძალიან ბევრი ტკივილია იმ ოჯახებში, ვინც ახლობლები დაკარგა. ვესაუბრე შვილმკვდარ დედებსაც და შეუძლებელია, დრომ რაიმე დააკლოს ამ ტკივილს.
სამწუხაროდ, ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, თუმცა მე სწორედ ამ შვილმკვდარი დედების სიმტკიცე მაძლევს იმის თქმის ძალას , რომ ჩვენ ვიმოძრავებთ მშვიდობით ჩვენი მთავარი ამოცანისკენ - ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ. ისინი არიან პირველები, ვინც ამბობენ, რომ აღარასდროს, არცერთი ახალგაზრდის სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტითა და სხვადასხვა ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო. ის 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000-მდე კი დევნილი გახდა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25