პოლიტიკა
ყველაფერს აქვს თავისი ფასი - პოლიციელზე თავდასხმასაც, იანუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც - გიორგი გახარია 16 დეკემბრის მოვლენებზე
შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ 16 დეკემბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიცია აანონსებდა ინაუგურაციის ჩაშლას, რასაც მოჰყვა რეაგირება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან.
მინისტრის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას 16 დეკემბერს მომხდარზე.
„ინაუგურაციის ნაწილში შეიძლება ზოგიერთ გაუკვირდეს, რატომ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიღებული. მაგალითად შედარებული იყო კირკიტაძე და ფარცხალაძე. მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16 დეკემბერს და 16-ში მოხდა ერთი რამ, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია, იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს, ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი. მარტივი რამ ხდება - როცა ამბობ, რომ ხვალ ჩაშლი ინაუგურაციას - ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი, შემდეგ ამ პოლიტიკური აქტის განსახორციელებლად თავს ესხმი პოლიციას. როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა და ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი - პოლიციელზე თავდასხმასაც, იანუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ, სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, მერე გავაგრძელოთ საუბარი შერჩევით სამართალზე“, - განაცხადა გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


