უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ივნისი, 2020 12:55
font-size

“ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო” - პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

„დღეს არის 15 ივნისი და დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა, ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში, აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შეიძლება ნაკლებად ცნობილია და ჩვენ ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა, რომელიც მართლაც ღირს აღმოჩენად.

დღეს ვართ ლამისყანაში, თბილისთან ახლოს, ერთი საათიც არ უნდა. თუ შორს არ გინდათ წასვლა, ლამისყანაში არის ეს ციხესიმაგრე, რომელიც იყო ქსნის ერისთავების ციხე, შემდეგ ჯამბაკურ ორბელიანების. აქედან გაიტაცეს დავით გურამიშვილი, ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით ორმოცადაათი ძეგლი არის, ძველი მარანი და ბევრი საინტერესო რამ არის მართლაც აღმოსაჩენი.
ჩვენ აქედან წავალთ კიდევ და გაჩვენებთ ბევრ სხვა ადგილს დღეს, შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენ „ფეისბუქ“ გვერდზე, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ ერთი რამ არის აუცილებელი, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველა ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ