პოლიტიკა
ყველამ კეთილი ინებოს, ბრიუსელმა, სტოკჰოლმა, სხვა დედაქალაქმა და საქართველოს დამოუკიდებლობას პატივი სცენ, რაღაც კრიპტოვალუტებით, ჩემოდნებით ფულის ტრიალს შეეშვან - შალვა პაპუაშვილი
მცდელობაა, საქართველოს კანონმდებლობას გვერდი აუარონ. ბრიუსელი ცდილობს ამას. თურმე ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, აქ ფული ჩემოდნებით ატარონ და კრიპტოვალუტები რიცხონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები როცა ტირაჟირებენ ნარატივს, რომ არაბიზაცია ხდება, ეს არ არის ქსენოფობია? პრობლემა არის ქსენოფობია, ფაშიზმი, ზიზღი. ვთანხმდებით, რომ არაბიზაცია ქსენოფობიაა. მედია თუ ტირაჟირებს, უნდა ვისაუბროთ, რომ ქსენოფობიას მედია ტირაჟირებს. ჟურნალისტური ეთიკა არსებობს. ქსენოფობიის ნარატივს მედია ქმნის და თან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა ჰქონდეს ბრიუსელს, ევროკავშირის საელჩოს, რომ ისინი ჩართული არიან ქსენოფობიაში? იმ სენში, რომელიც ევროპამ ასი წლის წინ გადაიტანა და დღეს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ევროკავშირის ფულით ქსენოფობია ტირაჟირდება საქართველოში. საუბარი როცა არის ე.წ. ონლაინ მედიაზე, ერთ-ერთი დიდი აფერაა, თითქოს მედიაორგანიზაციები არიან. სინამდვილეში, ესენი არიან ჩვეულებრივი „ენჯეოები“, რომელთაც ვებგვერდი აქვთ და ინტენსიურად რაღაცას აქვეყნებენ. თავიანთი ფილოსოფიით, სტანდარტით, მოწყობით არიან „ენჯეოები“, ვებგვერდიანი, მიკროფონიანი „ენჯეოები“, რადგან მათთვის არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი არ არსებობს. რითი განასხვავებთ „პუბლიკას“ „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“, რა არის სხვაობა მათ შორის? მათ სტანდარტებსა და დამოკიდებულებაში სხვაობა არაფერია. ერთადერთი, ეს არის მიკროფონიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც უფრო მეტ სტატიას დებს თავის ვებგვერდზე, ვიდრე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ნუ იტყვიან, რომ ჟურნალისტები არიან. ჟურნალისტიკა ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას გულისხმობს. მედია იმიტომაც არ არიან, რომ თავიანთ დაფინანსებას მალავენ. მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ კომუნიკაციების კომისიაში თქვენს დაფინანსებას ასაჯაროებთ. რატომ? რათა მაყურებელმა იცოდეს, რა ფინანსები დგას ამ მედიის უკან. ონლაინ მედიების გვერდები გახსენით და ნახეთ, ვინ აფინანსებს. თავიანთ დამფინანსებლებს მალავენ. თავიანთ ვებგვერდზე დადონ, ვინ აფინანსებთ, რეესტრში თუ არ მიდიან. ბრიუსელის მიერ დაქირავებული პროპაგანდისტები არიან, რომლებიც ემსახურებიან ბრიუსელისთვის სასარგებლო ნარატივის დამკვიდრებას. სხვათა შორის, ბრიუსელს დაქირავებული ჰყავს არა მხოლოდ ონლაინ მედია, არამედ „რადიო თავისუფლება“, რომელიც შექმნილია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, სპეცსამსახურის მიერ, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის ბიუჯეტი. დღევანდელმა ხელისუფლებამ მათ დაფინანსება შეუწყვიტა და თქვა, რომ ისინი არიან პროპაგანდის იარაღი. ვინ აფინანსებს დღეს? – ევროკავშირი.
გაჟონილი ინფორმაციები სად მიდის ხოლმე? – „რადიო თავისუფლებაში“. როგორ ჟონავს ხოლმე მაინცდამაინც ამ ერთი მიმართულებით ინფორმაციები ევროკომისიიდან? რატომ ჟონავს? ჩვეულებრივი პროპაგანდისტული რუპორია ბრიუსელის. პროპაგანდისტს უნდა ეწოდოს პროპაგანდისტი, ჟურნალისტს – ჟურნალისტი. ვხედავთ, რომ მცდელობაა, საქართველოს კანონმდებლობას გვერდი აუარონ. ბრიუსელი ცდილობს გვერდის ავლას. ჩვენ რომ გვეუბნება, გვერდი არ აუაროთ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და შეზღუდვებსო, თურმე ჩვენს კანონმდებლობას გვერდი უნდა აუარონ, ესტონეთში ჩარიცხონ ფული, აქ ფული ჩემოდნებით ატარონ, კრიპტოვალუტები რიცხონ. რამხელა კრიმინალური ენერგიაა ჩადებული იმაში, რომ, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულზე მიდიან, კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე, სხვა სახის დანაშაულებზე. საქმე რაშია? – ეს დონორები ადგილზე არსებულ ორგანიზაციებს უბიძგებენ, კანონი დაარღვიონ. გამჭვირვალობის კანონზე დადასტურებულად ვიცით, რომ მათი ნაბიძგებია, არ დარეგისტრირდნენ. დამოკიდებულებაა, თუ უნდათ ფული მისცენ, კანონს არ დაექვემდებარონ. ვინც დარეგისტრირდა, ფულს არ აძლევენ. სქემებს იგონებენ, კანონს გვერდი როგორ აუარონ. ამ სქემის ნაწილიც არის სისხლის სამართლის შეზღუდვების დარღვევა, როცა ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ყურადღებაა მისაქცევი, ვისი კომპეტენციაც არის, ამ პროცესებს აკვირდება. არსებულ სამართალდამცავ უწყებებს პრეტენზია არ ეთქმით, რომ ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობის დაყენებას ერიდებიან. კანონმდებლობაა და ყველამ კეთილი ინებოს, ბრიუსელმა, სტოკჰოლმა, სხვა დედაქალაქმა და საქართველოს დამოუკიდებლობას პატივი სცენ, რაღაც კრიპტოვალუტებით, ჩემოდნებით ფულის ტრიალს შეეშვან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
როგორც პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი - მარიამ ქვრივიშვილი
25 ნოემბერი, 2025 , 17:01
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი გამართა
25 ნოემბერი, 2025 , 16:56
გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს! ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
25 ნოემბერი, 2025 , 16:06
ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი - კახა კალაძე
25 ნოემბერი, 2025 , 15:47
ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება
25 ნოემბერი, 2025 , 15:44
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო, ეს პოლიტიკური ძალა ასუსტებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ - პეტრე ცისკარიშვილი
25 ნოემბერი, 2025 , 13:28


