უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ოქტომბერი, 2025 14:43
font-size

ყველაზე ჭკვიანები გახარიას პარტიაში გამოდგნენ, მიხვდნენ, რომ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სისულელე იყო - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტში საკუთარი მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პარლამენტს ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მიანიჭა.

„რა თქმა უნდა, გახარიას პარტია ლეგიტიმაციას ვერ მისცემს პარლამენტს. მას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი, ქართველმა ხალხმა კი უკვე მისცა ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, პარლამენტს. კონკრეტულ პარტიას რაც შეეხება, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ – რაღაც ანალიზი, შეფასებები გააკეთეს და მიხვდნენ, რომ სისულელე იყო პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამით თვითონ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ზიანდებოდნენ. „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს ამით არაფერი დაჰკლებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები - მიხეილ სააკაშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:10

მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ

ძალიან ვწუხვარ, რომ პატრიარქს ესეთი განსაცდელი დავატეხე თავს, დღეს სუს-ის მანქანები დარბოდნენ, დიდი ბრძოლა მოუწია, თუმცა მადლობა უწმინდესს, მადლობა რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა -არქიმანდრიტი დოროთე

29 ოქტომბერი, 2025 , 19:52

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის

მოვუწოდებ „ნაცმოძრაობას“, მიშას გრძელტარიანი დროშა მისცენ ხელში სარიშვილს და თავიანთი მოსაწონი აქცია დააგუგუნონ - თამარ ჩერგოლეიშვილი

29 ოქტომბერი, 2025 , 13:09

8 ნოემბრამდე, ილიას დაბადების დღემდე, აქციას არ ვგეგმავთ „ფედერალისტები“ და ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები. მოვუწოდებ „ნაცებს“ და ყველას, ვისაც ჩვენი გაკეთებული არ მოსწონს, გააკეთოს თავისი აქცია მ

სწორად გეშინიათ “ძლიერი საქართველოსი`. მაინც გაგისტუმრებთ!!! - მამუკა ხაზარაძე

28 ოქტომბერი, 2025 , 17:24

სწორად გეშინიათ “ძლიერი საქართველოსი". მაინც გაგისტუმრებთ!!! , - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარტიების აკრძალვის თაობაზე ხელისუფლების ს

რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, არის რუსების მიერ შეთხზული მათი კოლონიის ისტორია - ელენე ხოშტარია

28 ოქტომბერი, 2025 , 17:18

რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, არის რუსების მიერ შეთხზული მათი კოლონიის ისტორია, - ასე ეხმაურება "დროას" დაკავებული ლიდერი, ელენე ხოშტარია "ოცნების" სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ხოშტარია რუს

საბოლოო ნაბიჯი საქართველოში არსებულ ტერორში - სალომე ზურაბიშვილი

28 ოქტომბერი, 2025 , 17:11

საბოლოო ნაბიჯი საქართველოში არსებულ ტერორში! ყველა ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ, „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია, - ამის შესახებ საქართ