უკან

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2016 12:30
font-size

კვლევები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის რეალობის ამსახველი - დავით სერგეენკო

მინსიტრთა კაბინეტის წევრები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შემაჯამებელ ანგარიშს ეხმაურებიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ის სრულიად იზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ არჩევნები იყო წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

,,ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა შეფასებები, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რომ საქართველოში შედგა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის პროცესი, რომელიც იყო წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა და კონსოლიდაციის გზაზე. ეს გახლავთ ის შეფასება, რომელიც გაკეთდა და რომელსაც სრულად ვიზიარებ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის რეალობის ამსახველი.

,,კვლევები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის რეალობის ამსახველი. ის არ არის მონიტორინგი, რომელიც რაღაც ოფიციალურ დასკვნებს დადებდა. ამის მაგალითი უამრავია - თუნდაც რამოდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდგარი არჩევნები, როდესაც წინასწარ კვლევებს ჰქონდა სხვა სტრუქტურა, ხოლო არჩევნების შემდგომ მიიღეს სხვა სურათი.

რაც შეეხება იმას, რომ დაშინებას ჰქონდა ადგილი - არჩევნები ყოველთვის გარკვეული ემოციების საფუძველს იძლევა და არცერთი ქვეყანა, თუნდაც ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც შეერთებული შტატებია, არ არის თავისუფალი გარკვეული ექსესებისგან. ჩვენთან საბედნიეროდ, ყველაფერმა ჩაიარა გამჭვირვალედ, ძალადობის გარეშე და არჩევნები შედგა“, - განაცხადა სერგეენკომ.

NDI-ს შემაჯამებელ ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში წარიმართა, მოქალაქეებმა ხმა თავისუფალ გარემოში მისცეს და არჩევნების შედეგები დაემთხვა სანდო დამკვირვებლების მონაცემებს, თუმცა, საარჩევნო პროცესში გამოიკვეთა ძალადობისა და დაშინების შემთხვევები.

მარი ნამგალაძე

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ