უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მაისი, 2017 14:10
font-size

ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე თავდასხმას აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

სწორედ აღნიშნულ ფაქტს მიეძღვნა ეკა კვესიტაძის გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტების’’ 13 მაისის გადაცემა.

როგორც გადაცემის შესავალში წამყვანმა ეკა კვესიტაძემ აღნიშნა, დოკუმენტაციით დადასტურებულია, რომ ოთარ ფარცხალაძე ფლობს შპს ,,ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის’’ 100 პროცენტს, რომელსაც 2016 წლის 15 აპრილს თბილისის მერიამ მზიურის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ნუცუბიძის ქუჩაზე გადასცა 5 515 და 2 302 კვადრატული მეტრის ორი მიწის ნაკვეთი. მათი საბაზრო ღირებულება 365 ათას ლარს შეადგენს. ამას გარდა, მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ფარცხალაძემ იყიდა მომიჯნავე 3 500 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, რაშიც მილიონამდე ლარი აქვს გადახდილი. ამ მიწის შესაძენაად არც იპოთეკა და არც გირავნობა არ არის გამოყენებული. უცნობია, რა სახსრებით გადაიხად ამან მილიონამდე ლარი.

რა კავშირშია მერიის მიერ ფარცხალაძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთები და ფარცხალაძის მიერ მერიის აუქციონზე ნაყიდი მიწა იმ კონფლიქტთან, რომელიც 12 მაისს მოხდა, ამის შესახებ ,,განსხვავებული აქცენტებთან’’ დაშავებულმა ლაშა თორდიამ კლინიკიდან სკაიპით ჩართვისას ისაუბრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ღამის კლუბ ელ ცენტროში მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა. ის მომხდარში ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირებს ადანაშაულებს.

ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, აუდიტის სამსახური მუშაობს ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილი სამშენებლო კომპანიისთვის თბილისის მერიიდან მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით და ფარცხალაძისთვის აუქციონის გზით მიწის გადაცემაზე, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის სპეციალური პირობების შექმნაზე.

ლაშა თორდიამ მერიისა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობაზე ისაუბრა. თორდიას თქმით, ამ ეტაზე ეს იყო ნეპოტიზმი და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ისმევა.

„ეს დასკვნა გახდება საჯარო. შეუძლებელია, ამ დასკვნაში რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვალოს. ამ ფირმას, რომლის მფლობელია ფარცხალაძე, რბილად რომ ვთქვათ, კარგი პირობები აქვს, რომელიც სხვა კომპანიებს არ გააჩნიათ,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.

გადაცემაში თორდიაზე თავდასხმის ფაქტი პირდაპირი ჩართვისას შეაფასეს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა ნიკა მელიამ, ,,ევროპული საქართველოს’’ წევრმა გივი თარგამაძემ, ,,თავისიფალი დემოკრატების’’ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’’ აღმსარულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ეს ადამიანი ყოველგვარი მორიდების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არის კლასიკური მაფიოზი, - განაცხადა ნიკა მელიამ ირაკლი ფარცხალაძეზე საუბრისას.

"ადამიანი რომელსაც ხელეწიფება აკონტროლოს პროკურატურა, შსს და ა.შ. მეორე მხრივ ქუჩაში პრაქტიკულად თბილისის უბნებში და არა მხოლოდ თბილისის, ქმნის კრიმინალებისგან შემდგარ ჯგუფებს.

არაფორმალური მმართველისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, თავისი ფარცხალაძეებისთვის, კალაძეებისთვის, რომლებიც კლასიკურ მაფიოზებად ჩამოყალიბდნენ, არ არსებობს წინაღობა. ნებისმიერი ადამიანი მათი ყოფილი კოლეგა, დღეს არსებული კოლეგა თუ უბრალოდ მეგობარი, ვინც მათ ინტერესს, იქნება ეს პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესი, წინ დაუდგება, ასეთი ფორმებით უსწორდებიან",-განაცხადა ნიკა მელიამ.

თავის მხრივ, როგორც გივი თარგამაძემ აღნიშნა, მან მიიღო ინფორმაცია, რომ ფინანსური პოლიციის დაცვის მიერ ელ ცენტროში კამერების მონაცემები ამოღებული და განადგურებულია.

,,ევროპული საქართველოს’’ წევრის აზრით, ივანიშვილს უბრალოდ მოსწონს ფარცხალაძე და ამიტომ, მისი აზრით, ის ინარჩუნებს პრივილეგიებს.

„ფარცხალაძე ჩართული უზარმაზარ კორუფციულ სქემებში, ეს არის პორტების საკითხი, როდესაც ხელოვნურად, ფარცხალაძის მეშვეობით, პრაქტიკულად, შეზღუდული იქნა მუშაობაში ფოთის პორტი, შემდეგ ბათუმის პორტი, რომელიც იქნა გაკოტრებული მის ყაზახ ასევე კორუფციაში გასვრილ დირექტორზე ზეწოლის მეშვეობით. შეიქმნა პარალელური სტრუქტურა, ე.წ. მცირე პორტი, რომელშიც ხელმძღვანელი არის ფარცხალაძის მიერ მოყვანილი საქართველოს ლუკოილის ხელმძღვანელის შვილი, ქათამაძე, ხოლო დიდ პორტში, იმისთვის, რომ დიდი პორტის გაბანკროტებას დახმარებოდა, მოყვანილია ვანო ჩხარტიშვილის პროტეჟე. ფარცხალაძის გაღიზიანება გამომდინარეობს ახალი ომიდან, რომელიც ფეროს ქარხნის თაობაზე მიმდინარეობს. ბატონა კაპანაძემ ფარცხალაძის მეშვეობით მოახერხა და ვითომ ეკოლოგიური დაცვის მიზეზით დანიშნა დროებითი მმართველი, პრაქტიკულად, ქარხანა თავის კუთვნილებაში დაიბრუნა,“ - აღნიშნა თარგამაძემ.

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივნის, ლევან სამუშიას შეფასებით კი, არაფორმალური მმართველობა ნათელია უკვე, ხოლო ფარცხალაძე პროკურატურას აკონტროლებს.

„ფაქტების ერთობლიობა გვაჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართულია არაფორმალურ მმართველობაში, ქართული ოცნების ხელისუფლებას მომეტებული ლტოლვა აქვს არაფორმალური მმართველობისკენ, ისინი ამ საქმესაც ვფიქრობ, რომ ნაკლებად გამოიძიებენ,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

თავის მხრივ, როგორც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა აღნიშნა, აუცილებელია ფაქტთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიებსი ჩატარება.

,,ჩვენ ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას. ეს ძალიან მნიშნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შეეხება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელს და მასზე ფაქტობრივად მოხდა თავდასხმა მისი საქმიანობის გამო,’’ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ნინო ნიჟარაძე „რუსთავი 2-ს“ დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზას სთავაზობს - ადვოკატი

24 მაისი, 2019 , 16:45

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ხვალ, 15:00 საათზე პარტნიორთა კრება გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა პრე

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

24 მაისი, 2019 , 15:35

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ. როგორც ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელ

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

24 მაისი, 2019 , 13:35

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საუბარია სოფელ აღაიანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, რომელშიც შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალი არასრულწლოვან დედას

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოვავლინეთ - საგამოძიებო სამსახური

24 მაისი, 2019 , 12:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთანკოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენ

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა

24 მაისი, 2019 , 12:00

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასა

გლდანში „ორი ნაბიჯის” გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

24 მაისი, 2019 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა გლდანში „ორი ნაბიჯის” გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი: 1993 წელს დაბადებ