უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აპრილი, 2017 17:25
font-size

ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში გამოხატავს რუსეთის პოზიციას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დალაგებულია და ის ხმას არ ამოიღებს - თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღეს დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

შარაშენიძის შეფასებით, რუსეთის ქმედება არის რეაქცია საქართველოს მისწრაფებაზე, დაალაგოს მასთან ურთიერთობა.

„ეს ვიზიტი არის ერთი რამის ნიშანი - მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დალაგებულია, საქართველოს ხმას არ ამოიღებს და მეტი მოფერება და რევერანსი საჭირო არ არის. ამას მეტყველებს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიც. ასე ლაგდება ურთიერთობები მათთვის“, - განუცხადა შარაშენიძემ „ნიუპოსტს“.

შარაშენიძის თქმით, მმართველი გუნდის ტაქტიკა რუსეთის მიმართებით გულისხმობს, რომ არ გააღიზიანოს მეზობელი ქვეყანა. ექსპერტის ვარაუდით, ამის გამო ხელისუფლება რამე ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს რუსეთის წინააღმდეგ.

შარაშენიძის თქმით, აფხაზეთში საელჩოს გახსნის გამო რუსეთს სანქციები არ დაეკისრება, ამიტომ საქართველომ უნდა იმუშაოს თავისი გავლენის გაძლიერებაზე, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში.

„ბუნებრივია, ჩვენ იმის საშუალება არ გვაქვს, რომ რუსეთს სიმეტრიულად ვუპასუხოთ, ე.ი. ჩვენ, რაღაცნაირად ასიმეტრიულად უნდა ვუპასუხოთ - გავააქტიუროთ სახალხო დიპლომატია ჩრდილოეთ კავკასიაში. ჯერ ერთი, ეს ხალხი ჩვენი მეზობელია და სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როცა რუსეთს გამოუყენებია ისინი ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენზე პირდაპირი შეტევისთვის, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მოუსევია ომის დროს. ასე, რომ ამ მხრივ უნდა ვიმუშავოთ. სხვა ჩვენ რა შეგვიძლია, პროტესტს აზრი არ აქვს, შეიძლება გააპროტესტონ, მაგრამ ამას აზრი არ ექნება. ფაქტია, ამის გამო რუსეთს სანქციებს არავინ დაადებს. სანქციები უკვე დაადეს და ამ ვიზიტს სანქციები არ მოჰყვება“,- განაცხადა შარაშენიძემ.

ანა მებურიშვილი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&