არქივი
რეგიონები
ლევან დავითაშვილი კომპანია RMG Copper-ისა და RMG Gold-ის წარმოებას ადგილზე გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG Copper-ისა და RMG Gold-ის წარმოებას ადგილზე გაეცნო.
კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს და მინისტრმა კომპანიის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმაზე ინფორმაცია მოისმინა.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადსხვა უწყების თანამშრომლები გაეცნენ RMG ის საქმიანობას. 2015-16 წლებში ჩვენი შემოწმების შედეგად რამდენიმე მიმართულებით იყო დარღვევები გამოვლენილი. მნიშვნელოვანია, რომ ის დარღვევები გამოსწორდეს და სწორედ ამ ღონისძიებებზე გვქონდა საუბარი. უშუალოდ ჩვენი თვალით გვინდოდა გვენახა, თუ სად არის კრიტიკული წერტილები, პრობლემები და როგორ იქნება კომპანიის მიერ გამოსწორების მექანიზმები, როგორი იქნება გონივრული ვადები და ამაზე სპეციალისტებთან ერთად შევჯერდებით, ” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ჯონი შუბითიძის განცხადებით, RMG-ის შემუშავებული აქვს გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა, რომლის შედგენაშიც საერთაშორისო კომპანია Golder Associates-ი იყო ჩართული.
RMG საწარმო საქმიანობას ლევან დავითაშვილთან ერთად მისი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი და სამინისტროში შემავალი სხვა უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

