რეგიონები
ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება
ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება, რაც იმას გულისმობს, რომ პარკში არსებული კომპლექსები რეაბილიტირდება და ქვეყნის წარმოსაჩენად იქნება ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნული სტატუსის მინიჭება ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარების კუთხითაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ლიკანის პარკს მიენიჭება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, რაც გულისმობს იმას, რომ არსებული კომპლექსები, რაც პარკში მდებარეობს, რეაბილიტირდება და ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად იქნება ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება. ამ კუთხით უკვე გაკეთებულია ბევრი რამ, თუმცა, ვფიქრობ, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით ჩვენ უფრო გავამყარებთ პარკის სტატუსსაც და, რა თქმა უნდა, ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე, იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

