უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ოქტომბერი, 2024 17:53
font-size

ლუბლიანას ქუჩაზე თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N70 -ში განთავსდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11-სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება.

უწყების ცნობით, სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტორეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც. ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. ახალ შენობაში კლინიკას გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილება დაემატა. პაციენტებს ადგილზე ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. საერთო ჯამში, კლინიკაში 352 თანამშრომელია დასაქმებული. კლინიკას სახელწოდება 2024 წელს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების შემდეგ შეეცვალა და მას თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სახელი მიენიჭა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო 1953 წელს დაარსდა. 1989 წელს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიქმნა შიდსის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელადაც თენგიზ ცერცვაძე დაინიშნა. 2001 წელს კლინიკას ეწოდა „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“, რომლის გენერალური დირექტორი გახდა თენგიზ ცერცვაძე. ის სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა დაწესებულებას.

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.

როგორ მოვიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაზე - ამ თემაზე პროგრამის სტიპენდიატები ონლაინ შეხვედრას გამართავენ

15 ოქტომბერი, 2024 , 17:12

დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი ონლაინ შეხვედრას მართავს. დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები CHEVENING-ის პროგრამაში საქართველოს ბანკ

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

15 ოქტომბერი, 2024 , 14:10

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულებიდან 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თ

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

14 ოქტომბერი, 2024 , 10:13

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან 60კმ-ში, ქალაქ თიანეთიდან ჩრდილოეთით 25კმ-ში, კ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14 ოქტომბერი, 2024 , 07:23

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდე