არქივი
სამართალი
ლუკა კალანდია ინციდენტის უშუალო თვითმხილველი არ არის, თუმცა მას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია, მაინც აქვს - სერგი კაპანაძე
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა, დღეს მ.კ.-ს ძმა, ლუკა კალანდია გამოკითხეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, “დღეს გვქონდა ერთ-ერთ სრულწლოვან მოწმესთან გასაუბრება, რომელმაც მოგვცა ახსნა-განმარტება. ის უშუალოდ თვითმხილველი არ არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის, თუმცა ფლობს ინფორმაციას თავისი ახლობლებისგან და ასევე სხვა ადამიანებისგან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ჩვენ სწორედ ამ ინფორმაციის მიღება გვაინტერესებდა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თავის მხრივ, როგორც კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დღეს კომისიას არ მიუღია განსაკუთრებული ინფორმაცია, რომელიც ახალ გარემოებას გამოავლენს.
“დღეს ჩვენ გამოვკითხეთ ერთ-ერთი ბრალდებული. მისი გამოკითხვა გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით იყო მნიშვნელოვანი, რაც საბოლოო ჯამში ალბათ დასკვნაში ასახვას ჰპოვებს. რაიმე ისეთი კონკრეტული და განსაკუთრებული დეტალი, რომელიც შეიძლება იყოს ახალი და საინტერესო, დღეს არ მიგვიღია, მაგრამ ყველა გამოკითხვა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

