უკან

სამართალი

23 აპრილი, 2018 14:10
font-size

მაჩალიკაშვილის განცხადებები უკვე ძალზედ საშიში და კანონსაწინააღმდეგო ხდება - ნიკოლოზ მჟავანაძე

მტერსაც არ ვუსურვებ შვილის დაკარგვას, მაგრამ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებები უკვე ძალზედ საშიში და კანონსაწინააღმდეგო ხდება. ჯერ საქართველოს პანკისის ხეობის დაკარგვით დაიმუქრა, ახლა საქართველოს წინააღმდეგ დანაშაული ჩადენა არ გამორიცხა. ცოტა მეტისმეტი ხომ არაა, - განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძე 21 აპრილს კურიერ P.S.-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის სკანდალური განცხადების შეფასებისას.

,,ჯერ იყო და ორი თვის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოსთვის პანკისის ხეობის დაკარგვა დაანონსა, შემდეგ ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეების და მათი ოჯახების მიმართ მუქარა განახორციელა, ორიოდ დღის წინ კი რუსთავი 2-ზე ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაც არ გამორიცხა . ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ქმედებებს და დღეს თუკი ამ სიტყვებისთვის ის პასუხისგებაში არ ეძლევა, ამის ერთადერთი ახსნა ისაა რომ როგორც ყველა, გამოძიებაც შედის მალხაზ მაჩალიკაშვილის მდგომარეობაში შვილის დაღუპვის გამო.

საქართველოს ნამდვილად არაფერი დაუშავებია პანკისის ხეობის მკვიდრისთვის რომ ხან ხეობის საქართველოდან გამოყოფა და ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა დაგეგმოს. აბსურდის თეატრს ემსგავსება ასევე ის ბრალდებებიც რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი დროდადრო აჟღერებს:

1. ორიოდ დღის წინ რუსთავი 2-ის ეთერში ახალი ვერსია შესთავაზა საზოგადოებას მალხაზ მაჩალიკაშვილმა. განაცხადა რომ სპეცოპერაციისას მის და მისი დედის მიმართ იარაღით ღირსებაშემლახველი ქმედება ჩაიდინეს. სპეცოპერაციის დროს იმყოფებოდა ოჯახის თითქმის ყველა წევრი, შემდგომ თემირლანის ინტერესების დამცველად წარმოგვიდგა ასევე რამდენიმე ადვოკატი და ხუთი თვის მანძილზე არავის მსგავსი ფაქტის შესახებ არ უსაუბრია.

2. ასევე ნაკლებად სარწმუნოა ის განცხადებაც თითქოს სახლი აერიათ სპეცრაზმელებს, რადგან როგორც ირკვევა როგორც სახლის ჩხრეკაზე ასევე სხვა საგამოძიებო მოქმედებებზე წინასწარ იქნა აღებული სასამართლოს განჩინება.

3. დაცვის მხარის მიერ პოზიციების ცვლილებაც ძალზე დამაფიქრებელია, ჯერ იძახდნენ თემირლან მაჩალიკაშვილს ეძინაო, მერე თქვეს მობილური ეჭირაო და მესიჯობდაო, ბოლოს ალბათ მივლენ იმ ვერსიამდეც რომელსაც გამოძიება ამტკიცებს რომ თემირლანს ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

4. თურმე ხუთი თვის შემდეგ გაიხსენა ოჯახმა, რომ სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციაზე იმყოფებოდა პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის დროს. დაბალი, ქურთუკში ჩაცმული კაცი ეხლა გაიხსენა ოჯახმა. ისე რუსთავი 2 -ის კადრებიდანაც ჩანს რომ სოსო გოგაშვილი ნამდვილად არა დაბალი, ის ქურთუკი საინტერესოა კიდევ რა მახასიათებელით ამოიცნეს ალბათ ქურთუკზე ეწერა სოსო გოგაშვილის ინიციალები. გაუგებარია რით უნდა აიხსნას ხუთი თვის თავზე ამ აბსურდული ვერსიის წამოწევა.

გასაგებია, რომ ძალზედ რთულ მდგომარეობაში იმყოფება დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი, მაგრამ უპრიანია ის დაელოდოს გამოძიების დასრულებას მითუმეტეს საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სავარუდოდ ყველაფერს ნათელი მალე უნდა მოეფინოს. ის განცხადებები კი რომელიც ისმის მისგან არც თავად მას და არც გარდაცვლილს ნამდვილად არ წაადგება“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს