უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
საზოგადოება
მაგრად დადექით, ყველა თქვენთან ვართ - გრიგოლ ვაშაძე ,,ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელთა აცქიაზე მივიდა
მაგრად დადექით, ყველა თქვენთან ვართ, - ასე მიმართა,,ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებს ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მისულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძემ ,,ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
,,ერთი თვეა ვუყურებთ, ჩვენ თვალწინ როგორ მჟღავნდება ამ ე.წ. ხელისუფლების და დამცინავად შერჩეული სახელის ,,ქართული ოცნების“ ნამდვილი კრიმინალური ბუნება. ჩვენ ხელისუფლება არ გვაქვს, ხელისუფლება გასულია მთლიანად კონსტიტუციური და სამართლებრივი ველიდან, ცდილობს მართოს ქვეყანა, ისე როგორც რუსი კანონიერი ქურდები მართავენ თავის ,,აბშაკს“ და თავის ბანდებს, როგორც სიცილიური მაფია მართავდა მაშინ იმ კუნძულს.
ეს ხალხი წაგვამრთმევს ყველაფერს, რაც დაგვრჩა და ჩვენ დაგვრჩა მარტო სახელმწიფოებრიობა. ჩვენ თუ არ გამოვედით და არ მივაღწიეთ გამარჯვებას კანონის ფარგლებში, კონსტიტუციის ფარგლებში და ამათ ხელისუფლება არ გამოვტაცეთ ხელიდან, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას, რომელიც ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის დღეს ერთადერთი გარანტიაა“, - განაცხადა ვაშაძემ.