უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ივლისი, 2017 13:30
font-size

მაიკ პენსის მონაწილეობა ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებში ჩვენი ნატოში ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერაა - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში იმართება, რაც საქართველოს მნიშვნელობაზე მიუთითებს. კერძოდ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახსენა პენსის ინტერვიუ Fox News-თან, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და მონტენეგროს, როგორც აშშ-ის მოკავშირეებს, ამერიკის იმედი უნდა ჰქონდეთ.

„ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე პრეზიდენტის ტურნე ევროპაში, საქართველოსთან ერთად იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ვიცე- პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსი მიმდინარე ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2017“. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს წვრთნები მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოში ინტეგრაციისაკენ, ხოლო პენსის მონაწილეობა ამ კურსის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება იქნება.

„უნდა აღინიშნოს, რომ წვრთნები, რომელშიც რვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას, საქართველოს მიერ მსოფლიოსა და რეგიონის სტაბილურობაში შეტანილი კონტრიბუციის აღიარება და ჩვენი შეიარაღებული ჯარებისა და ჯარისკაცების დამსახურებაა. წვრთნები მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პარტნიორებთან და ნატო-სთან მეტი თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ. ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობა კი, ამ კურსის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა. მაღალი დონის დიალოგის პარალელურად აქტიურად ვთანამშრომლობთ სტრატეგიული პარტნიორობის ოთხივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გამოვყოფდი, სადაც ერთობლივი, სამოქმედო გეგმა მიმდინარე წელს შეთანხმდა და რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს. ვინაიდან, უსაფრთხოების საკითხებს შევეხე, არ შემიძლია არ ავღნიშნო, გლობალური უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი აქტიური თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - დასძინა ჯანელიძემ.

მაიკ პენსი საქართველოს დღეს საღამოს ეწვევა.

b

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&