პოლიტიკა
მაჟორიტარული არჩევის სისტემის გაუქმება საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ გამოასწორებს - ვახუშტი მენაბდე
საქართველოს პარლამენტის ფინანსებისა და კონტროლისა და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო სხდომაზე განიხილავენ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხს.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ინიციატივაზე მუშაობა აპრილის ბოლომდე გასტანს და სამი რაუნდისგან შედგება. მესამე რაუნდში საკონსტიტუციო სხდომის განხილვაში ჩაერთვებიან ვენეციის კომისიის ექსპერტები, ხოლო მზა კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. კობახიძის თქმით, დოკუმენტის დამტკიცებამდე გათვალიწინებული იქნება კომისიის ძირითადი შენიშვნები და რეკომენადაციები.
კობახიძის თქმით, რომ თუკი აპრილის ბოლომდე კომისია საბოლოო დოკუმენტზე ვერ შეთანხმდება, ასეთ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას.
სხდომის დაწყებამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების შესახებ უმრავლესობაში შეთანხმება არაა მიღწეული.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს “ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ პროპორციულ სისტემის დატოვებაა აუცილებელია, რადგან მაჟორიტარული წესით არჩევა უზრუნველყოფს პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობას მიღებულ ხმათა პროცენტის მიუხედავად.
“არსებულ სისტემაში სწორედ მაჟორიტარულმა კომპონენტმა უზრუნველყო ის, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა ისე, რომ ამის მანდატი მისთვის ქართველ ხალხს არ მიუცია… ჩვენ ვლაპარაკობთ სამხარეო პროპორციულ სისტემაზე, როდესაც მხარეებში დგება პროპორციული სიები პარტიების მიერ. ბუნებრივია, შენარჩუნდება საერთო ეროვნული ბარიერიც”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ მაჟორიტარული პრინციპით არჩევის წესის გაუქმება ვერ აღმოფხვრის საარჩევნო სისტემაში არსებულ ხარვეზებს. მენაბდის თქმით, არის 3 ძირითადი პრობლემა, რომლის გამოსწორება ერთიან პროპორციულ სიაში დაბალი ბარიერის დაწესებით შეიძლება.
”ჩვენ გვაქვს არსებულ საარჩევნო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემა. პირველი ეს არის, რომ ბევრი ადამიანი დარჩა, ვისაც წარმომადგენელი არ ჰყავს პარლამენტში, მეორე ის არის, რომ მხოლოდ ძალიან ძლიერი პარტიები მოხვდნენ პარლამენტში, ხოლო მესამე არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში არ გვყავს ფართო წარმომადგენლობითი, ფართო სპექტრი. შემოთავაზებული ვერსიებით, ეს პრობლემები არსებითად ვერ გადაიჭრება. მესამე პრობლემა უკავშირდება თანაბარ გადანაწილებას. ეს პრობლემა გადაიჭრება, ოღონდ მხოლოდ არსებული წარმოდგენილი პროექტებით მხოლოდ დიდ და ძლიერ პარტიებს შორის. გამოსავალი არის ერთიანი პროპორციული სია, სადაც იქნება დაბალი ბარიერი, რომელიც მისცემს შესაძლებლობებს მოქალაქეთა მცირე ჯგუფებსაც, რომ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ საკანონმდებლო ორგანოში. ბარიერი შესაძლებელია იყოს 2%, 1%, 0.75%, თუმცა 5%-ზე დაბალი”, - განაცხადა მენაბდემ.
ბარიერის დაწევას არ ეთანხმება უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე. უმრავლესობის წევრის აზრით, ეს უამრავ პრობლემას გამოიწვევს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს.
სამუშაო ჯგუფის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

