არქივი
სამართალი
მალხაზ კობაური არა თუ მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა - ადვოკატი
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, არსებული გარემოებებიდან იკვეთება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ მალხაზ კობაური არა თუ მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა.
მისივე მტკიცებით, კობაური არ აღიარებს დანაშაულს და უარყოფს გარდაცვლილ ლორა სმიტზე რაიმე ტიპის სექსუალურ ძალადობას.
კობაიძის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.
კობაიძემ არ გამორიცხა, რომ ექსპერტიზა არასწორად იყოს ჩატარებული.
„საქმეში არის სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის არის კობაურის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, ასევე არის მოკლული რაიან სმიტის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმეში ბევრი ქაოსი და არეულობაა. მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ექსპერტიზები არასწორად არის ჩატარებული“, - განაცხადა კობაიძემ.
ადვოკატმა თქვა, რომ დაცვის მხარე საკუთარი მოსაზრების დასამტკიცებლად არაერთი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.
კობაიძემ დაამატა, რომ მკვლელობაში დაახლოებით შვიდი პირი ფიგურირებს, ხოლო არაერთი გარემოება აჩენს კითხვის ნიშნებს, მათ შორის, მტკიცებულებების სახით ამოღებული ფოტოები, რომელიც მალხაზ კობაურის ტელეფონში აღმოჩნდა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

