უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
სამართალი


მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ზოგადად არ შეიცავდა დანაშაულის, მათ შორის დანაშაულის მომზადების ან მცდელობის ნიშნებს - EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე, რომელშიც ის ყვება, რომ თავის აფეთქებას აპირებდა, მაგრამ შემდგომ გადაიფიქრა, სუს-მა გამოძიება დაიწყო. ორგანიზაციის თქმით, უწყებიდან მაჩალიკაშვილსა და მის ადვოკატს არავინ არ დაკავშირებია შესაძლო გამოძიების დაწყების თაობაზე.
არასამთავრობოს განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ნათქვამი გამოძიების დაწყების საფუძველს არ იძლევა, რადგან ადამიანის გონებაში ჩამოყალიბებული ხედვა, რომლის რეალიზება რაიმე ფორმით არ მომხდარა, ვერ განიხილება დანაშაულად, მომზადებად ან მცდელობად. EMC-ში ვარაუდობენ, რომ სუს-ი გამოძიებას იყენებს მაჩალიკაშვილის ოჯახზე არაოფიციალური კონტროლის განსახორციელებლად.
EMC-მ მოუწოდა სუს-ს, არ მოახდინოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური ინსტუმენტალიზება და არ მიაყენოს ზიანი უწყების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ ოჯახს.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
მედიასაშუალების - reginfo.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი პირების მკვლელობის არაეფექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ თავის აფეთქების იდეის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდგომში სუს-ი) გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სუს-ისგან თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს ინფორმაცია გამოძიების დაწყების ფაქტთან დაკავშირებით არ მიუღია. დღის განმავლობაში EMC-იმ ასევე ვერ შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის მიღება გამოძიების დაწყების ფაქტთან, პერიოდთან და სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით.
ინფორმაციის სიმწირის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ მ. მაჩალიკაშვილის მიმართ დაწყებული გამოძიება დაუსაბუთებელი და პრობლემურია რამდენიმე გარემოების გამო:
2018 წლის 31 მაისს გაკეთებული განცხადების შემდგომ მალხაზ მაჩალიკაშვილმა არაერთხელ განმარტა, რომ შვილის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესიდან გამომდინარე სუიციდის ჩანაფიქრი ჰქონდა, რომელის განხორციელებაზეც მალევე უარი თქვა და ტერორისტული აქტის ჩადენის განზრახვა არასდროს ჰქონია;
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ზოგადად არ შეიცავდა დანაშაულის, მათ შორის დანაშაულის მომზადების ან მცდელობის ნიშნებს, რამდენადაც დანაშაულად, დანაშაულის მომზადებად ან მცდელობად შეიძლება შეფასდეს დანაშაულის ჩადენისთვის პირობების განზრახ შექმნა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართულია დანაშაულის ჩასადენად, ხოლო ადამიანის გონებაში ჩამოყალიბებული ხედვა, რომლის რეალიზება რაიმე ფორმით არ მომხდარა, ვერ განიხილება დანაშაულად, მომზადებად ან მცდელობად;
გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მ. მაჩალიკაშვილის ან მისი ადვოკატებისთვის ამ დრომდე არ გამხდარა ცნობილი. მას არ მიუღია ინფორმაცია, რა ტიპის სამართლებრივი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ. მეტიც, გამოძიების პროცესის დაფარულად და არაგამჭირვალედ მიმდინარეობა შესაძლოა მიუთითებდეს მ. მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არაფორმალური კონტროლის განხორციელების მცდელობაზე, რაც სავარაუდოდ მიმდინარე სოციალურ პროტესტში ოჯახის აქტიურ მონაწილეობას უნდა უკავშირდებოდეს და რაზეც რამდენიმე დღის წინ EMC განცხადება ასევე გააკეთა.
სასოწარკვეთილი შვილმკვდარი მამის მიერ ემოციური სტრესის პირობებში გაკეთებული განცხადება საკუთარი ფიქრებისა და ემოციების შესახებ, რომელიც განცხადების გაკეთების მომენტშივე ახსნილი და უარყოფილი იქნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სოციალურ შეფასებას მოითხოვს და სამწუხაროა, რომ სახელმწიფო თემირლან მაჩალიკაშვილის ბრუტალური სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაცვლად, დაზარალებული ოჯახის მიმართ დამატებითი სტრესის მიყენების ტაქტიკას ირჩევს. ამასთან თვითდაზიანების შესახებ განცხადების ტერორისტულ აქტთან დაკავშირება პანკისის ხეობასთან დაკავშირებული წინასწარგანწყობების შედეგი და მათი კვლავწარმოებაა.
EMC მოუწოდებს სუს-ს, არ მოახდინოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური ინსტუმენტალიზება და სწორედ ამ უწყების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის დამატებითი უფლებრივი ზიანის მიყენება. იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრთან თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქემზე საგანგებო შეხვედრის შემდეგ, მიმდინარე გამოძიების პროცესში არც ერთი ნაბიჯი პროკურატურის მიერ არ გადადგმულა, სუს-ის მიერ დაზარალებულის ემოციურ განცხადებაზე დაწყებული გამოძიება კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.
EMC უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფაქტზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლებებისა და ინტერესების დაცვას გამოძიების წინაშე“, - წერია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:49
შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი
2 ოქტომბერი, 2025 , 11:14
ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს
2 ოქტომბერი, 2025 , 11:10
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
1 ოქტომბერი, 2025 , 22:30
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
1 ოქტომბერი, 2025 , 18:06