არქივი
სამართალი
მამა გიორგი მამალაძის თანამდებობაც, სტატუსიც და შემოსავალიც იყო ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე შორენა თეთრუაშვილის - გიორგი ფანცულაია
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გეგმავენ, რომ სასამართლოში მიოთხოვონ პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა.
საუბარია, ვიდეო და აუდიოჩანაწერებზე, რომლის ავთენტურობაზეც საუბრობს გამოძიება.
ამასთან, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული სასულიერი პირის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გამორიცხავს, რომ დეკანოზი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორებას ანგარების მოტივით ცდილობდა.
,,არანაირი საფუძველი არ გამაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურდება მამა გიორგისთვის წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობა.
თავიდანვე ჰქონდა 108 მუხლით წაყენებული ბრალი, სადაც მითითებული იყო ანგარება. ეს იყო 11 თებერვალს. 11 თებერვალს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მიზნით ანგარების მოტივაციით წაეყენა ბრალი.
13 თებერვალს საზოგადოებას ამცნეს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერი პირების მიმართ მზადდებიდა დანაშაული და პატრიარქიც იყო მოხსენიებული. ასე რომ ძალიან ბევრი სხვაობაა ამ ყველაფერში’’, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ რამიშვილმა.
თავის მხრივ, როგორც ბრალდებულის კიდევ ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მასალები არ წარმოადგენს არანაირ ახალ მტკიცებულებას.
,,სამართლებრივად მათ არანაიარი ახალი მტკიცებულება არ აქვთ. მათ ის პიროვნებაც არ უპოვიათ, რომელთანაც ამბობენ, რომ შეიძლება ეყიდა ეს ციანიდი.
არანაიარი ანგარება მას არ ამოძრავებდა. მამა გიორგი მამალაძის თანამდებობაც, სტატუსიც და თანამდებობრივი შემოსავალიც იყო ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე შორენა თეთრუაშვილის’’, - განაცხადა გიირგი ფანცულაიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

