არქივი
სამართალი
მამა გიორგი ზუსტად იტყვის, ვინ თხოვა რომ იარაღი შეენახა - მიხეილ რამიშვილი
ე. წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებულ აუდიოჩანაწერში მას ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუსმენია.
მისი თქმით, დღეს 15:00 საათზე მივლენ გამომძიებლები და ჩაატარებენ ხმის ექსპერტიზას.
”საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ჩატარდება აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა, არის თუ არა მამა გიორგი ის ადამიანი, ვინც საუბრობს ამ ჩანაწერებში. როგორც კი დამთავრდება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, სავარაუდოდ, დაიწყება მისი დაკითხვა. ვვარაუდობ, რომ დაკითხვა დღეს არ დამთავრდება, რადგან საკმაოდ გრძელი ჩვენების მიცემას აპირებს მამა გიორგი. აუდიოჩანაწერები რაც მოვისმინე, იქ ბევრ ადამიანთან არის საუბარი, მათ შორის მრევლთან. ციანიდზე, ჩემ მიერ მოსმენილ აუდიოჩანაწერებში საუბარი არ არის. შესაძლოა, არის სხვა ჩანაწერებიც, ასევე არ არის საუბარი საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირებზე”, - განაცხადა რამიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე გამოძიებას ასევე ეტყვის, თუ საიდან აღმოჩნდა მის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი.
”მამა გიორგი ჩვენებაში ზუსტად იტყვის, ვისი თხოვნით ჰქონდა ეს იარაღი შენახული მას. შესაძლებელია, მით უმეტეს სასულიერო პირს, დახმარების მიზნით დროებით გთხოვოს ადამიანმა შენახვა”, - განაცხადა რამიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

