პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელობით დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში - თინა ბოკუჩავა
მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელობით დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, გამარჯვება ძალიან ახლოს არის.
„მამუკა მდინარაძე, რომელიც ბევრი სხვადასხვა მეტსახელით არის ცნობილი უმრავლესობაში, თურმე იქადნება, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც დაასრულებს პროტესტსაც და ოპოზიციასაც, მაგრამ, სინამდვილეში, რაც ჩვენ დაზუსტებით ვიცით, არის, რომ მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა უკანასკნელი ნაძირალას პირისპირ, რომელიც მთავარ დამსმენად გაამწესა ივანიშვილმა, მაგრამ ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ შიდა და გარე წნეხის სწორად სინქრონიზაციით, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ როლს ითამაშებს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად მოვიტანთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის. ამასთან, ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


