პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის ვარაუდით, მმართველი გუნდი პრემიერის კანდიდატს ერთკვირიან ვადაზე ადრე წარადგენს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას კავშირი არ აქვს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური საკითხებია.
„მოვლენებთან, რომელიც ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ აქვს კავშირი. საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების პოლიტიკა, იყო წარმატებული და საკითხი დგას ასე - მეტი დინამიკა, უფრო სწრაფი განვითარება, რეალურ გამოწვევებზე, რასაც ბოლო დროის კვლევები აჩვენებს, ადეკვატური და სწორი პასუხი.
„სწორი პოლიტიკა იყო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პერიოდში, მაგრამ ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი. გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მთავრობის მეთაურის კანდიდატის წარდგენისთვის ერთ კვირიანი ვადა არ დასჭირდება და ეს უფრო ადრე მოხდება.
მდინარაძე ამბობს, რომ მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


