უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
მანამ იქნებიან შიდა გაუგებრობებში, სანამ ივანიშვილი თითს არ დაუქნევს მათ - რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და კახა კალაძეს შორის ფარული ომია.
,,პარლამენტში მომხდარ ოცნების შიდა დაპირისპირებაში არ არსებობს ფრონტის ხაზი: აქეთ ერთი მხარე და იქით მეორე, აქეთ ბნელები და იქეთ ნათელები, აქეთ შავები და იქით თეთრები – ასე არ არის. ვითარება საკმაოდ აწეწილია და ჩახლართული. უამრავი შემადგენელი აქვს ამ განხეთქილებას“, – ასე ეხმაურება მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.
მისი თქმით, არსებულ განხეთქილებაში რამდენიმე შემადგენლობამ იჩინა თავი. გოცირიძე განსაკუთრებულ აქცენტს კვირიკაშვილი-კალაძის ფარულ ომზე აკეთებს.
“კვირიკაშვილ-კალაძის ფარული ომია. ერთმანეთის წინააღმდეგ არიან შედარებით ლიბერალური ორიენტაციის ახლები და კონსერვატიული ძველები; ყველა დაჯგუფებაში მიმოფანტული ორთოდოქსები და ამავე ჯგუფებში მყოფი შედარებით საღად მოაზროვნეები; მართვის სათავეში მყოფები, შესაბამისი პრივილეგიებით და ერთ დროს გავლენიანი გვერდზე ჩაჩოჩებულები; ჩუმი ინტრიგანები და წამქეზებლები; პასიურები და აქტიურები; ფულიანი მაჟორიტარები და უფულო სიით გადეპუტატებულები; ივანიშვილთან შედარებით ახლო ორბიტაზე მყოფები და დიდ წრეზე მოძრავები, სადაც მზე ვერ წვდება და მუდმივად ჩრდილია; თანამდებობიანი ქალები და შევიწროვებული კაცები; რუსოფილები და დასავლეთზე ორიენტირებულები; ბრიყვები და გონიერები; შავტოიოტიანები და უტოიოტოები; მომნანიებლები და არამომნანიებლები (საზმაუს კენჭისყრის საქმეში); კიდევ მრავალი სხვა ნიშნის მატარებლები. და მანამ იქნებიან შიდა გაუგებრობებში, სანამ ივანიშვილი თითს არ დაუქნევს მათ. ვნახოთ, სადამდე მიუშვებს მებრძოლ მხარეებს დე ფაქტო მმართველი“, - აცხადებს გოცირიძე.
საკვანძო სიტყვები:
ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
2 თებერვალი, 2026 , 15:09
განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი
2 თებერვალი, 2026 , 12:26
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53


