პოლიტიკა
მაქვს განცდა, რომ არასათანადოდაა აღქმული აზიური ფაროსანას პრობლემა, რომელიც მიმდინარე წელს გვექნება - ოთარ დანელია
აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, სათანადოდ არაა გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც ქვეყანას ემუქრება აზიური ფაროსანას სახით. მან ასევე გააკრიტიკა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.
დანელიას თქმით, ალავიძე აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომას ბოლომდე არ ესწრება და დასაწყისიდან მალევე ტოვებს. ამის გამო დეპუტატმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, უხელმძღვანელოს აღნიშნულ კომისიას.
„მოგეხსენებათ, მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათშორისო კომისია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიებებს შეიცავს. მე მინდა, ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელძღვანელობს კომისიას, დიდი მადლობა გადავუხადო მის გუნდთან ერთად გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან კარგად მომზადებული გეგმისთვის.
აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც მიმდინარე წელს გვექნება. მე შეგახსენებთ, გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას პრაქტიკულად გადაუარა აზიურმა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არც კი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში.
მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, რომ გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს. ეს პრობლემა არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და ვფიქრობთ, რომ იგივე დოზით, მთავრობის კონსოლიდაცია იგივე ფორმით არის საჭირო და სჭირდება უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას“, - განაცხადა დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

