უკან

კომენტარი

13 ოქტომბერი, 2018 17:05
font-size

მარიხუანას ფესტივალზე კანონს დავარღვევ მარტო მე - ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი - ზურაბ ჯაფარიძე

მარიხუანას ფესტივალზე კანონს დავარღვევ მარტო მე – ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს პასუხად.

ჯაფარიძის თქმით, 20 ოქტომბერს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს ჩაიდენს, თუმცა, მისი თქმით, კანონს არ დაარღვევს.

„შსს-მ ჩაატარა დღეს ბრიფინგი და განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული ჩვენ მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით. გაავრცელეს რაღაც მუქარის განცხადებები. ისინი გვემუქრებიან ჩვენ, რომ თითქოს ჩვენ რაღაც კანონს დავარღვევთ და შესაბამისი სანქციები არსებობს, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისახლის სამართლის.

მინდა შსს-ს ვუპასუხო – მე ვარ ზურაბ ჯაფარიძე, ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს ვიყრი 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე, პირადად, მაქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი 2016 წლის 31 ოქტომბერს – დავარღვიე კანონი და დავთესე კანაფის მარცვლები. მაშინ მე კონკრეტულად დავარღვიე კანონი და ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი გულისხმობდა კანონდარღვევას. 20 ოქტომბერს ასევე ჩავიდენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, თუმცა, ამჯერად არ ვარღვევ კანონს, რადგან მიმაჩნია, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი და ვახო მეგრელიშვილის საქმეზე გულისხმობდა იმას რომ მე მაქვს იმის გაკეთების უფლება, რის გაკეთებასაც ვგეგმავ 20 ოქტომბერს. ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი არის მიმართული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ეს არის მიმართული იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და რომელსაც ლობირებენ მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა „გირჩისა“ და არაა კანონის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

,,გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა ადამიანებს, ვისაც მათ დაანონსებულ ღონისძიებაში უნდოდა მონაწილეობა, რომ გეგმები არ იცვლება.

„ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ, მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არცერთ იქ მონაწილეს არავინ არ თხოვს, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მარტო მე – ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი. სხვა ყველა ადამიანი იქ მოდის დასასვენებლად, გასართობად. მე, პირადად, ვაპირებ იქ ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად ერთად მისვლას.

მინიმუმ, ვისაც აინტერესებს, თუ მართალა სერიოზულია შსს-ს განცხადება, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ლაივში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ შსს-ს განცხადება არის მართლაც სერიოზული. მე ამისი არ მჯერა, მაგრამ მაინც. ამიტომ, კარგი შანსია, მოხვიდეთ, გაერთოთ და მათ შორის, ნახოთ რაღაც ისტორიული მომენტიც. ფესტივალი ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილია“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი

22 ოქტომბერი, 2025 , 11:15

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე  ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას და მე-11 მოწვევის პარლა

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:54

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ,

პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სა

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი

17 ოქტომბერი, 2025 , 13:39

დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან - მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან. მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლ

ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს

17 ოქტომბერი, 2025 , 13:02

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

ეუთოს თავმჯდომარის მიმართ ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს - სანდრო ბარამიძე

16 ოქტომბერი, 2025 , 17:02

"ელინა ვალტონენისთვის ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს" - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე, ეუთო-ს თავმჯდომარისთვის დაკისრებული