უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
საზოგადოება
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია.
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი გახდა.
წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
- - ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
- - ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- - მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- - შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
- - ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.
თითოეულ ფინალისტს საქართველოს ბანკისგან ფულადი ჯილდო - 5000 ლარი გადაეცა. კონკურსის გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ კი გამარჯვებულს 15 000 ლარი გადაეცემა.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე 9 წელია ემსახურება მთავარ მიზანს აჩვენოს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და რამდენად აუცილებელია მათი დაფასება და მხარდაჭერა. ამ დროის მანძილზე არაერთი გამორჩეული პედაგოგი გავაცანით საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან მოსწავლეების ცხოვრებას უკეთესობისკენ, და წლევანდელი გამარჯვებულიც სწორედ ამის მაგალითია. ჯილდო არის მოტივაცია არა მხოლოდ მოქმედი მასწავლებლებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც მომავალში ამ პროფესიის არჩევაზე ფიქრობენ”, - აღნიშნავს თამუნა გურგენიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დირექტორი.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციისთვის, განათლების შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მასწავლებლებს ენიჭებათ. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერები ვართ. მინდა მივულოცო პირველ რიგში კონკურსის გამარჯვებულს და ფინალისტებს და მადლობა გადავუხადო მათ, განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის. თითოეულ მონაწილეს კარგად ესმის, რომ სწორედ მასწავლებლები განსაზღვრავენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამიტომ მინდა მოვუწოდო მათ, მომავალ წელს აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი თავი”, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:53
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
22 ოქტომბერი, 2025 , 17:46
მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი, 2025 , 14:47
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40
თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49
საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

